მარნეულის მერის მოადგილე კოვიდვაქცინით აიცრა
მერნეულის მერის მოადგილე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა
სინოვაკის პირველი დოზა, კენან ომაროვმა მარნეულის "ჯეო ჰოსპიტალს"-ში გაიკეთა. ინფორმაციას ადგილობრიი თვითმმართველკლობა ავრცელებს.

აღნიშნულის შესახებ მერიას რადიო "მარნეულისთვის" არ უცნობებია.

„დღეს ის მომენტია, როდესაც თითოეულმა ჩვენგანმა წვლილი უნდა შეიტანოს ერთობლივ ბრძოლაში ვირუსის წინააღმდეგ. ჩვენ ვალდებულნი ვართ, რომ დავუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს. ეს კი, ვაქცინაციის გარეშე ვერ მოხდება. მიხარია, რომ ვირუსის გავრცელების პრევენციაში ჩემი წვლილი შევიტანე და მჯერა, ამ ბრძოლაში ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ. მოგიწოდებთ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, გამოვიჩინოთ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და ვიზრუნოთ საკუთარ თავსა და ახლობლებზე“, - აცხადებს კენან ომაროვი

აღსანიშნავია, რომ მარნეულის მუნიციოალიტეტში აცრის პროცესი 17 მარტს დაიწყო. 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები