კიბოსთან და კორონასთან ბრძოლაში გამარჯვებული მასწავლებელი
მარი ბობოხია ათი წელია, რაც მარნეულში ქართულ ენას ასწავლის. N1 საჯარო სკოლის პედაგოგმა რამდენიმე კვირის წინ კორონავირუსი, მანამდე კი კიბო დაამარცხა. მარი ამბობს, რომ ყველაზე ნაკლებად მის დაინფიცირებას მოელოდა. ეს იმ ფონზე, როდესაც ყველა რეკომენდაციას ზედმიწევნით იცავდა. პედაგოგის თქმით, მას შემდეგ, რაც კოვიდი დაუდასტურდა, რამდენიმე დღე შიშში გაატარა. იმაზე, ფიქრში, რომ შემთხვევით ვინმეს ხომ არ გადასდო. 

„მე ვიმყოფებოდი რისკჯგუფში და ეს დაავადება ჩემთვის ძალიან სავალალო შესაძლოა ყოფილიყო. ამიტომ, ერთი დღე არ ყოფილა ისეთი, რომ ჩემს უსაფრთხოებაზე არ მეზრუნოს. როდესაც კორონავირუსი დამიდასტურდა, მთელი ღამე გავატარე სიზმრებში. ვხედავდი, ვითომ მოსწავლეებს ვუახლოვდებოდი, ბავშები მეხუტებოდნენ და გადავდე ბავშვებს ეს ვირუსი. ყველაზე დიდი სტრესი ეს იყო ჩემთვის შემთხვევით ვინმეს ხომ არ გადავდე, ვინმეს ხომ არ მივუახლოვდი, შემთხვევით პირბადე ხომ არ მოვიხსენი და მთელი სკოლაში ყოფნის დღე გავიხსენე თავიდან ბოლომდე“

მარის გული სწყდება, რომ ვაქცინის გაკეთება დაინფიცირებამდე ვერ მოასწრო. პანდემიის დამარცხების ერთადერთ საშუალებად პედაგოგი იმუნიზაციას მიიჩნევს და მის წილ ვაქცინას დიდი მოთმინებით ელოდება.

ვრცლად:

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები