მარნეულის მერის მოადგილედ როინ დეკანოიძე დაინიშნა
მარნეულის მერის ყოფილმა მოადგილემ, ლაშა ლობჯანიძემ, დაკავებული თანამდებობა 28 მაისს დატოვა. ლობჯანიძის პოზიციაზე მარნეულის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ზაურ ტაბატაძემ როინ დეკანოიძე დანიშნა.

რადიო "მარნეულთან" საუბრისას მარნეულის მერის მოვალეობის შემსრულებელმა განაცხადა, რომ როინ დეკანოიძე მერის მოადგილის თანამდებობაზე მისი გამოცდილების გამო აირჩია. 

"რატომ ავირჩიეთ და არის ძალიან გამოცდილი კადრი, ადგილობრივი კადრი, უაღრესად გამოცდილი, იურისტი განათლებით, რომელიც ყვეანაირად, ასე ვთქვათ მისი ცენზით, მისი მომზადებით, მისი პოლიტიკური ხედვით, სახელმწიფოებრივი ხედვით ყველანაირად შეესაბამება ამ თანამდებობას. რატომ უნდა გვეთქვა უარი? პირიქით, ასეთი სპეციალისტები უნდა ვეძებოთ და მოვიძიოთ და თუკი სადმე გვყავს უნდა მივიღოღ. აი, ამიტომ მივიღეთ ეს გადაწტვეტილება" - განაცხადა ზაურ ტაბატაძემ 

რადიო „მარნეულს“ მარნეულის მერიაში განუცხადეს, რომ როინ დეკანოიძე ლაშა ლობჯანიძის ფუნქციებს შეასრულებს.

“მიხარია, რომ შევუერთდი თქვენს გუნდს. მზად ვარ ჩემი შრომითა და პროფესიონალიზმით წვლილი შევიტანო ჩვენი მუნიციპალიტეტის აღმშენებლობის პროცესში. იმედი მაქვს მუნიციპალიტეტის განვითარების გზაზე ერთად გავუმკლავდებით გამოწვევებს და მივაღწევთ უფრო მეტ წარმატებას. მადლობა ნდობისთვის“ - როინ დეკანოიძის განცხადებას მარნეულის მერია ავრცელებს

აღსანიშნავია, რომ როინ დეკანოიძე გასულ წლებში გლდანის ციხის დირექტორის მოადგილე, შემდგომში კი ქუთაისის N2 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი იყო.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები