სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის მარნეულის კულტურის სახლი ღონისძიებას გამართავს
მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში, 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართება.
როგორც რადიო "მარნეულს" კულტურის ცენტრის ხემლძღვანელმა, ნატო შავიშვილმა უთხრა, ღონისძიება პადნემიის პირობებში, მოკრძალებულად,
შეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის გაიმართება.

კულტურის ცენტრის ფოიეში, დაახლოებით ორმოცი ბენეფიციაისთვის, გასართობი პროგრამა 12:00 საათზე დაიწყება.

  • მარნეულელი მეთოჯინე არმენ ოგანესიანის თოჯინური სპექტაკლი.
  • ანიმატორების მცირე გასართობი პროგრამა.
  • სახის მოხატვა.
  • საჩუქრების დარიგება (ბუშტები; ტკბილეული; ნაყინი და სხვა სამახსოვრო საჩუქრები)
აღნიშნულ სოციალურ ღონისძიებაში ჩართული იქნება სხვადასხვა კერძო თუ სამოქალაქო ორგანიზაცია, რომელიც სპონსორობას გაუწევს ღონისძიებას.

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 1 ივნისს, მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკაში, 13:00 სთ–ზე, იგეგმება შეხვედრა საბავშვო წიგნის ავტორთან– გიორგი ჭაუჭიძესთან.

მოხდება წიგნის საჯაროდ კითხვა და მისი განხილვა. ასევე გამოიფინება მისი წიგნის მიხედვით შექმნილი ნახატები.

კორონავირუსის გამო, ბავშვთა დაცვის დღე მარნეულში, გასულ წელს ვირტუალურად აღინიშნა.

აღსანიშნავია, რომ მარნეულში ბავშვთა დაცვის დღე ყოველწლიურად მასშტაბური ღონისძიებებით აღინიშნებოდა. 1950 წლის პირველი ივნისის შემდეგ ამ დღეს მსოფლიოს მასშტაბით მრავალი ქვეყანა აღნიშნავს.

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის მიზანია შეახსენონს სახელმწიფოს, რომ ის ვალდებულია, უზრუნველყოს თითოეული ბავშვის კეთილდღეობა, რაც გულისხმობს მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, ხელმისაწვდომი განათლებისა და ცხოვრების სათანადო პირობებით სარგებლობის უფლებათა განხორციელებას.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები