ბავშვთა დაცვის დღეს მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსში“ სამი ბავშვი დაიბადა
დღეს, პირველ ივნისს, მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსის“ სამშობიარო და ამბულატორიულ სამედიცინო ცენტრში ახალშობილებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცეს.

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს კლინიკაში 3 ბავში დაიბადა. როგორც რადიო „მარნეულთან“ საუბრისას ამავე სამედიცინო დაწესებულების ახალშობილთა რეანიმაციის და ინტენსიური მოვლის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მარინა თარუმაშვილმა განაცხადა, დღეის მდგომარეობით კლინიკაში 19 პაციენტი წევს.

„დღეს ჩვენს განყოფილებაში არის 12 პაციენტი, თორმეტივეს გადაეცემა სასაჩუქრე ჩანთა რაშიც არის მოვლის საშუალებები. საამიანო განყოფილებაში 7 პაციენტია და აქედან სამი დღეს დაიბადა, ორი ბიჭი და ერთი გოგო და მათაც გადაეცემათ სასაჩუქრე ჩანთა. გილოცავთ კიდევ ერთხელ დღევანდელ დღეს“ - გვითხრა მარინა თარუმაშვილმა

ლალი ძინძიბაძეს პირველი შვილი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს შეეძინა.

„მე და საბა ყველა პატარას ვულოცავთ ბავშვთა დაცვის დღეს, ნინოობას და ძალიან დიდ მადლობას ვუხდი „ჯეო ჰოსპიტალსს“. გადავწყვიტე რომ აქ მემშობიარა და მიხარია რომ ასეთ კარგ დღეს დაემთხვა ჩემი პატარას გაჩენა“ - ამბობს ლალი ძინძიბაძე

„ჯეო ჰოსპიტალსის“ სამშობიარო და ამბულატორიული სამედიცინო ცენტრი მარნეულში უკვე მეათე წელია ფინქციონირებს. როგორც სამედიცინო ცენტრის დირექტორი ნინო კობერიძე ამბობს, ახალშობილთა რეანიმაცია 18 პაციენტზეა გათვლილი.

„ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ის სანდოობა რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას აქვს ჩვენი კლინიკის მიმართ. არა მხოლოდ ბავშვთა დღეს, არამედ ყოველდღიურად ვზრუნავთ რათა კლინიკაში მოსული პატარების ცხოვრება იყოს უფრო ხალისიანი, უფრო ბედნიერი და რაც მთავარია ჯანმრთელები“ - აცხადებს ნინო კობერიძე

მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსის“ სამშობიარო და ამბულატორიული ცენტრის დირექტორის განმარტებით, 2021 წლის პირველი იანვრიდან დღემდე სამედიცინო დაწესებულებაში 295 ბავშვი დაიბადა.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები