მარნეულის მერიამ ერთ კვირაში სამი მაცივარი იყიდა
მარნეულის მუნციპალიტეტის მერიამ კიდევ ერთი მაცივარი იყიდა. ადგილობრივმა თვითმმართველობამ შპს ALI“-სთან გამარტივებული შესყიდვა გააფორმა და ტექნიკა 690 ლარად შეიძინა.

ხელშეკრულების თანახმად მიმწოდებელი ვალდებულია ორკამერიანი მაცივარი მერიას ორ დღეში, 4 ივნისის ჩათვლით მიაწოდოს.

აღსანიშნავია, რომ 24 მაისს, მარნეულის მერიამ შპს ,,ALI“-სთან ორი გამარტივებული შესყიდვა გააფორმა. პირველი შესყიდვის მიხედვით, კომპანიისგან მერიას ორი მაცივარი 1 380 ლარად იყიდა. 

„მოგახსენებთ, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში და მიმდებარე ტერიტორიაზე არ არის კვების ობიექტი, თანამშრომლებს უწევთ საკვების მოტანა და შენახვა მაცივრებში, აქედან გამომდინარე საჭიროა შესყიდულ იქნას 2 ცალი მაცივარი“,
- აღნიშნულია მატერიალურ–ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების ხელმძღვანელის ბესიკ სეხნიაშვილის მოხსენებით ბარათში.

მერიამ ამავე კომპანიისაგან ორ კონდიციონერი შეიძინა, რომელთა საერთო ღირებულება 3 800 ლარს შეადგენს.

აღნიშნული კონდიციონერები 80 კვადრატულ მეტრამდე ფართობის გასაგრილებლადაა შეძენილი.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები