ზაბილ გოჯაევი არა რესურსცენტრის დირექტორად, არამედ მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა

მარნეულის რესურსცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად ზაბილ გოჯაევი დაინიშნა.

როგორც განათლების სამინისტროში რადიო „მარნეულს“ განუცხადეს, გოჯაევი მოვალეობას ექვსი თვის განმავლობაში შეასრულეს. მას შედეგ, რაც მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ქენან ომაროვმა პოსტი დატოვა, მოვალეობას ამავე ცენტრის ფინანსისტი ხანალი გახრამანოვი ასრულებდა.

გახრამანოვი დღეს, 2 ივნისს ზაბილ გოჯაევმა ჩაანაცვლა. ზაბილი სოფელ აზიზკენდის საჯარო სკოლის დირექტორის თანამდებობაზე მუშაობდა.

„მე განათლების სფეროში ვმუშაობდი დიდი ხნის განმავლობაში . 4 წელი სკოლის დირექტორი ვიყავი და ვიცი განათლების სფეროშ რა ცვლილებები უნდა განხორციელდეს. ყველა სკოლას თავისი პრობლემები, სპეციფიკური სირთულეები აქვს. მე ვგეგმავ ადგილზე მივიდე და გავეცნო სკოლების მდგომარეობა და პრობლემები მოვაგვარო. ვიდრე აქ მოვიდოდი, გასაუბრება გავიარე, ჩემი ხედვები გაითვალისწინეს. 6 თვის მერე გამოცდა უნდა ჩავაბარო. თუ ჩავაბარე, გავხდები დირეტქორი“ - ამბობს გოჯაევი

აღსანიშნავია, რომ მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ბოლო რამდენიმე წელი ქენან ომაროვი იყო. ის ახლა მერის მოადგილეა.

შენიშვნა: თავდაპირველად რადიო „მარნეულმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზაბილ გოჯაევი რესურსცენტრის უფროსად დაინიშნა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ის არა დირექტორად, არამედ მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა.

აღსანიშნავია, რომ რესურსცენტრის დირექტორების არჩევა კონკურსის გზით ხდება.


 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები