მარნეულის ორ საავადმყოფოს 25 კოვიდპაციენტი ჰყავს - 4 ივნისის სტატისტიკა
მარნეულის მუნიციპალიტეტის საავდამყოფოებში 4 ივნისის მონაცემებით 25 კოვიდპაციენტი მკურნალობს. კორონავირუსით ინფიცირებულ ადამიანებს მუნიციპალიტეტის ორ სამედიცინო დაწესებულებაში, „ავერსსა“ და „ჯეო ჰოსპიტალში“ მკურნალობენ. როგორც მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალისს“ კლინიკურმა დირექტორმა, ტატა შენგელაიამ გვითხრა, მათთან ამ დროისთვის COVID-19-ით ინფიცირებული 16 ადამიანი მკურნალობს.

„ყველას მდგომარეობა ინდივიდუალურია. ზოგი მძიმეა, ზოგი საშუალო სიმძიმის. არიან როგორორც ადგილობრივები, ასევე სხვა მუნიციპალიტეტებიდან გადმოყვანილები“
-ამბობს ტატა შენგელაია.

რაც შეეხება მეორე სამედიცინო დაწესებულებას, სადაც კოვიდპაციენტებს მკურნალობენ, მარნეულის „ავერსის“ ამენეჯერი, მანანა კაპანაძე რადიო „მარნეულთან“ საუბრისას ამბობს, რომ დღეის მდგომარობით, 9 კოვიდპაციენტი ჰყავთ.

„არც ერთი არ არის ადგილობრივი, ყველა არის ჩამოყვანილი“ - ამბობს მანანა კაპანაძე

4 ივნისს საქართველოში კორონავირუსის სულ 779 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 23 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 959.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები