მსურველთა რაოდენობა არსებულ ადგილებს მკვეთრად აღემატება - მარნეულის ბაღებში რეგისტრაცია გრძელდება
მეოთხე დღეა, რაც 2021-2022 სააღმზრდელო წლისათვის, მარნეულის ბაღებში რეგისტრაცია დაიწყო. როგორც ბაგა-ბაღების გაერთიანების უფროსი, ზაურ ქარამოვი ამბობს, ამ ეტაპზე ქალაქის ბაღები სრულად შეივსო. საუბარია N3 და N4 ბაღზე, სადაც განსაზღვრულ რაოდენობაზე მეტი ბავში დარეგისტრირდა.

ქარამოვი ამბობს, რომ ეს პირელი შემთხვევა არაა, როდესაც ქალაქზე დიდი მოთხოვვნაა, თუმცა წელს სიტუაციას მარნეულის N1 და ყიზილაჯლოს საბავშვო ბაღების რეაბილიტაციის პროცესმა გაართულა. იმედოვნებს, რომ სიტუაცია სექტემბრამდე დალაგდება, თუმცა მოსწავლეთა 100%-იან გადანაწილებას ვერ გვპირდება. აღსაზრდელთა ნაწილი სათადარიგო სიაში დარჩება.

„ჩვენთან რეგისტრაცია 1 ივნისს დაიწყო და 30 ივნისამდე გაგრძელდება პირველი ეტაპი. 22 აგვისტოდან 31 აგვისტომდე კი რეგისტრაციის მეორე ეტაპი იქნება. დღევანდელი მგდომარეობით ძირითადად ქალაქის ბარებში გვხდება პრობლემა. მე-4 ბაღში 100 ბავშვია დარეგისტრირებული. N1 ბაღში 21 ბავშვი, N3 ბაღში კი 204 ბავშვია დარეგისტრირებული. ყიზილაჯლოს ბაღში კი ჯერჯერობით 10 ბავშვია. ძირითადი პრობლემაა ისაა, რომ N3 ბაღს 120 ბავშვის ლიმიტი აქვს და ბავრად მეტი დარეგისტრირდა. ვიემდოვნებთ, რომ ყიზილაჯლოს და N1 ბაღში გადავიყვანთ ნაწილს და პრობლემაც მოგვარდება“ - ამბობს ქარამოვი.

ბაგა-ბაღების გაერთიანების უფროსის თქმით, ამ ეტაპზე, რეგისტრაციის პრობლემა არაა მარნეულის სოფლის ბაღებსა და მზაობის ცენტრებში. მარნეულის მასშტაბით სულ 14 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს. ზაურ ქარამოვი ამბობს, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტში 6 ახალი ბაღის მშენებლობაა დაგეგმილი, თუმცა განხორციელების დრო უცნობია. 

რეგისტრაციის პროცესში უშუალოდ მონაწილეობს ბავშვის მშობელი/კანონმდებლობით განსაზღვრული პირი ან სხვა პირი, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე აღჭურვილი არის მსგავსი უფლებებით.

რეგისტრაციისთვის მშობლებმა/მეურვეებმა/ მინდობილმა პირებმა თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ასევე საჭიროა აუცილებელი დოკუმენტების წარმოდგენა:

• ბავშვის დაბადების მოწმობის ნოტარიულად დამოწმებული ასლი
• ბავშვის საცხოვრებელი ადგილის შესახებ ცნობა
• ცნობა ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა 100)
• 4 ფოტოსურათი (ზომა ¾ სმ.)
• მშობელთა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი
• სოციალურად დაუცველი პირის მოწმობის ასლი (არსებობის შემთხვევაში)
• იძლებით გადაადგილებული პირის მოწმობის ასლი(არსებობის შემთხვევაში)
• პირის შეზღუდული შესაძლებლობების შესახებ დამადასტურებელი დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში)

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები