გარემოს დაცვის მსოფლიო დღის აღსანიშნავად ხულდარაში გამწვანების აქცია მოეწყო
დღეს, 4 ივნისს, გარემოს დაცვის მსოფლიო დღის აღსანიშნავად სოფელ ხულდარაში ხეების დანარგვის აქცია გაიმართა. ამ დღესთან დაკვშირებით, ფონდმა ტასომ ახალი აზროვნების ინსტიტუტს 10 ხე აჩუქა.

ახალი აზროვნების ინსტიტუტის ერთ-ერთმა დაფუძნებელმა ქამრან ეფენდიევმა რადიო მარნეულთან საუბრისას აღნიშნა, რომ გარემოს დაცვაზე ზრუნვა, ყოველდღიური ვალდებულებაა.

" რამდენიმე თვის წინ აქ დიდი ნაგავსაყრელი იყო. რადგან ნაგვის ურნები არაა, აქ მოჰქონდათ ნაგავი. საქართველოს ქალთა ფონდმა პროექტების მიღება გამოაცხადა. ახალი აზროვნების ინსტიტუტს როგორც იცით ქალთა ინიციატივის ჯგუფი ჰყავს. მათი პროექტი იყო. ავტორი ჰენიფე ეფენდიევა გახლდათ და პროექტი მალევე დააფინანსეს. პროექტის ფარგლებში ეს ტერიტორია გავწმინდეთ. მერიის დახმარებით და ქალთა ფონდის მხარდაჭერით ეს პარკი მოეწყო. ახლა სხვა პროექტების ფარგლებში უფრო გავალამაზებთ აქაურობას. სკამები, ბავშვთა ატრაქციონებიც იქნება."

ღონისძიებაში მონაწილე ფონდ ტასოს წარმომადგენელი მაია გრძელიშვილი მსგავს აქტივობებს მნიშვნელოვნად მიიჩნევს. ამბობს, რომ მსგავს ინიციატივებს მხარს ყოველთვის დაუჭერენ.

ხულდარაში ჩატარებულ აქციას შეუერთდა მერის მოადგილე ქენან ომაროვი და მარნეულის მერის მრჩეველი ახალგაზრდულ საკითხებში ადილ ალიევი. ალიევმა აღნიშნა, რომ ხულდარა სხვა სოფლებისთვის მაგალითი იქნება.

"ახლა სადაც ვდგავართ, ადრე აქ უკანონო ნაგავსაყრელი იყო. მოსახელობა ნაგავს ყრიდა. მერე ახალი აზროვნების ინსტიტუტთან ერთად მიწა დავყარეთ, ხეები დავარგეთ და მოსახლეობისთვის დასასვენებელ ზონად გადავაქციეთ. ეს ჯერ დასაწყისია. ახლო დღეებში აქ სკამებიც დაიდგმება. მერიის მხარდაჭერით, ახალგაზრდებისთვის და დიდებისთვია, პირობები შეიქმნება. იმედი მაქვს, რომ მარნეულის სხვა სოფლებშიც ასეთი ინიციატივები იქნება წარდგებილი. ჩვენ, როგორც მერია მზად ვართ დავეხმაროთ მათ".

ჰურნისა აჰმედოვა ახალი აზროვნების ინსტიტუტის ერთ-ერთი მოსწავლეა. დღევანდელი საქმით კმაყოფილია და იმედოვნებს, რომ მსგავს აქტივობებს ხშირად განახორციელებნ.

აღსანიშნავია, რომ პროექტ დავიცვათ გარემო და მომავალის ფარგლებში, სოფელ ხულდარაში არაკანონიერი ნაგავსაყრელი გაიწმინდა და მის ადგილას პარკი აშენდა. პროექტი საქართველოში ქალთა ფონდის, მარნეულის მერიის მხარდაჭერით და ახალი აზროვნების ინსტიტუტის მიერ ხორციელდება.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები