მარნეულის სკოლებში 1646 თავისუფალი ადგილია - პირველკლასელთა რეგისტრაციის სამი ეტაპი დასრულდა
მარნეულის საჯარო სკოლებში, პირველკლასელთა რეგისტრაციის სამი ძირითადი ეტაპი დასრულდა. მუნიციპალიტეტში არსებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ამ ეტაპზე 2 973 ადგილიდან, 1 646 თავისუფალი ადგილი დარჩა. იმაზე ნაკლები, ვიდრე დარეგისტრირდა. მარნეულის 74 საჯარო სკოლაში სულ 1 327-მა პირველკლასელმა გაიარა რეგისტრაცია.

არის ისეთი სკოლები, სადაც მოსწალეთა მიღების ლიმიტი უკვე შევსებულია: სოფელ საიმერლოს საჯარო სკოლა (25 მოსწავლე), მარნეულის მუნიციპალიტეტის N2 საჯარო სკოლა (50 მოსწავლე), მარნეულის N5 საჯარო სკოლა (100 მოსწავლე).

მარნეულის ორ საჯარო სკოლაში კი ამ დროისთვის, არცერთი პირველკლასელი არ დარეგისტრირებულა. სოფელ ხუტორ-ლეჟბადინის სკოლას 2021-2022 წელს ხუთი აღკულას სკოლას სკოლას კი ექვისი პირველკლასელის მიღება შეუძლია.

სკოლებში რეგისტრაციისთვის ბოლო, IV ეტაპია დარჩენილი. IV ეტაპი 24 ივნისიდან 10 ივლისის ჩათვლით სკოლებში განხორციელდება. ამ ეტაპზე გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ან დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე იმ მოსწავლეების რეგისტრაცია მოხდება, რომლებიც ვერ დარეგისტრირდნენ I, II და III ეტაპებზე, ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა. მოსწავლის რეგისტრაციას მეოთხე ეტაპზე უზრუნველყოფს საჯარო სკოლა მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ წარდგენილი აუცილებელი დოკუმენტაციის საფუძველზე.

პირველ კლასში ჩასარიცხი დოკუმენტები:

 მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას;
 მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები