„ყავა-ჩაის ვყიდი, ამ შემოსავლით შვილები გავზარდე“ – 30 წელი გადარჩენის (სა) ზღვარზე
ასიმ იაკუბოვი ორმოცი წელია, რაც მძღოლად მუშაობს. მისი დღიური შემოსავალი პანდემიამდე 40-50, ახლა კი 10 ლარია. ასიმი რუსთავი-წითელიხიდის ხაზზე მუშაობს, საზღვრის ჩაკეტვამდე მგზავრების რაოდენობას არ უჩიოდა და დეღში ასობით გავლილი კილომტრიც უღირდა. მძღოლს იმედი გაუჩნდა როცა გაიგო, რომ საქართველოს მთავრობამ 1 ივნისიდან საზღვრების გახსნს გადაწყვეტილება მიიღო. წითელი ხიდის სასაზღვრო გამშვები პუნქტი ცალმხრივად გაიხსნა, ამიტომ ხალხმრავლობა არ შეიმჩნევა, თუმცა საკუთარ საქმეს დაბრუნებილი ხალხი უკვე გამოჩნდა. ზოგი ბანანს, ზოგი ყავს, ზოგი კი წყალს ჰყიდის.



"შარშან, მარტიდან რომ დაიკეტა ეს გზები, ერთი პერიოდი ჩვენ არ ვმუშაობდით. დღევნდელ დღემდე სახლში ერთი კაპიკი არ მიმიტანია. რომ იცოდეთ, დავდივართ მარტო საწვავის ფულზე, რომ ხაზმა იმუშაოს. ჩვენი ხაზი ეკუთვნის რუსთავის ტრანსპორტის დეპარტამენტს. უფროსს ვკითხე და თუ გინდათ გააჩერეთო. ჩვენ არ ვაჩერებთ იმიტომ, რომ ხაზის ხათრით დავდივართ. აქამდე ხუთი კაცით ჩამოვედი. დიდი მადლობა ღმერთს , რომ ორ ადამიანს აქიდანაც წავიყვან. ეს იქნება ჩემი მოგება - ექვსი ლარი. ადრე, როცა არ იყო ეს პანდემია, დღეში ორმოცდაათი ლარი შემქონდა ოჯახში, ახლა კი არაფერი. ფული არ მაქვს,. რომ საბურავი რომ ვიყიდო, ძრავი ბიჭის მანქანიდან მოვხსენი და ჩემ მანქანას დავუყენე"

წითელი ხიდზე სამუშაო ათობით ადამიანმა დაკარგა, დაიხურა საკვები ობიექტები და სხვა სივრცეები. მათი უმრავლესობა დღემდე არ გახსნილა. ლუკმა-პურის საშოვნელად პირველი შესაძლებლობისთანავე გულარა ნასიბოვა გამოვიდა. დილიდან საღამომდე თერმოსით ხელში დადის. გამვლელებს ჩაის და ყავას სთავაზობს. გულნარას სამუშაო ახლა გამართლებაზე დამოკიდებული. იმის გამო, რომ საზღვარი მხოლოდ საქართველოდან გამსვლელებისთვის არის ღია, ხალხი ფაქტობრივად არაა. მოვაჭრეების ძირითადი შემოსავალის წყარო აზერბაიჯანიდან შემოსული მოსახლეობა იყო.


„30 წელია აქ ვმუშაობ, ყავა-ჩაის ვყიდი, ამ შემოსავლით შვილები გავზარდე. ქმარმა მიმატოვა, მარტო მომიწია ბავშვების გაზრდა. ადრე საზღვარი ღია იყო. აქ მუშაბით სახლი ავაშენე. საზღვარი რომ ჩაიკეტა ხელცარიელი დავრჩი. ახლა გავედი პენსიაზეც. სოციალური დახმარებისთვისაც მივმართე. ხან მეუბნებიან ქულა დაბალი გაქვს, ხან მეუბნებიან მაღალიო და არ მომცეს. სოფელში სამძიმარი, ქორწილი თუ არის ვერ მივდივარ. ფეხებზე ტრომბი მაქვს. ოპერაცია უნდა გაკეთდეს. რითი გავაკეთებინო? ყავას-ჩაის ვყიდი, მაგრამ ვინ ყიდულობს. ფული არ მაქვს, რომ ოპერაცია გავიკეთო. სოციალურ დახმარებას არ მაძლევენ. კარგი სახლი მაქვს, მაგრამ ეს საბჭოთა კავშირის დროს ავაშენე ახლა კი არა. ახლა რა უნდა ვქნა, მშიერი უნდა დავრჩე? ხელში თერმოსით აქეთ-იქით დავდივარ. 2 შვილი ჩემზეა დამოკიდებული. ერთ ეზოში ორი ოჯახია და რა უნდა ვქნა. ადრე საზღვარი ღია იყო აზერბაიჯანიდან ჩამოდიონდნე და თბილისში მიდიოდნენ. ახლა არავინაა. ხან მოდის მანქანა ხან არა და ასე გზაზე ვარ გამოკიდებული“ - ამბობს გულნარა

აღსაიშნავია, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარი კორონავირუსის პრევენციის მიზნით ჩაიკეტა. საზღვრის ორმხრივად გახსნის ზუსტი დრო უცნობია.

Print