ფონდ „ღია საზოგადოების“ ფინანსური მხარდაჭერით
„ახალი აზროვნების ინსტიტუტი“ აბიტურიენტებისთვის მათემატის
გამოსაცდელ ტესტირებას ჩაატარებს.
აბიტურიენტებს, რომლებიც ტესტირებაზე მოანწილეობის სურვილი აქვთ,
ზოგადი უნარების გამოცდამდე, 13 ივნისს 23:00 საათამდე, უნდა გაიარონ
რეგისტრაცია. ტესტირება 15 ივნისს ჩატარდება.
დარეგისტრირებულ აბიტურიენტებს 15 ივნისს 18:00 საათიდან 19:30
საათამდე ელექტრონულ ფოსტაზე მიუვათ ლინკები, რომლის მეშვეობითაც
საგამოცდო საკითხებს გახსნიან. 40 კითხვიანი ტესტი მათემატიკის
მასწავლებელმა, ელვირ ჰასანოღლიმ შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ 2021 წლის ერთიანი ეროვნულ გამოცდები 1 ივლისს
ქართული ენა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება.
ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის 38 400 -ზე მეტი აბიტურიენტი
დარეგისტრირდა.