სიახლე
ისრაელის ელჩი მარნეულს ესტუმრა და "შალომ კლუბ ქვემო ქართლი“ გახსნა
დღეს 10 ივნისს, მარნეულს ისრელის ელჩი, რან გიდონი ეწვია და „შალომ კლუბ ქვემო ქართლი“ გახსნა. ელჩს დახვედრა მოუწყვეს ცენტრალურ პარკში, სადაც შესრულდა საცეკვაო და მუსიკალური ნომრები.

როგოორც ელჩმა , რადიო „მარნეულთან“ საუბრისად აღნიშნა, ორგანიზაცია „შალომ კლუბი“ ახალ გრანტებს მოიზიდავს, განახორციელებს სხვადასხვა პროექტებს, რაც მათი თანამშრომლობის გაღრმავებას და პროდუქტიულად მუშაობას შეუწყობს ხელს.



„პირველ რიგში ძალიან მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები ქვემო ქართლში. პირველად აქ ვიმყოფებოდი ელჩის მოადგილის რანგში 1990-იანი წლების ბოლოს. ვხედავ თუ როგორი საოცრი პროგრესი და დიდი ტრანსფორმაცია განიცადა ქვემო ქართლის რეგიონმა. ეს ვიზი უკავშირდება Mashav-ის (ისრაელის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტო) „შალომ კლუბ ქვემო ქართლი“-ის გახსნას მაშავი 90-იანი წლებიდან ძალინ აქტიურია ამ რეგიიონში ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვით სოფლის მეურნეობაში და სხვა მიმართულებებში“- აღნიშნა ელჩმა

დღევანდელი ვიზიტის ფარგლებში 40 პლანშეტი გადაეცა მარნეულის საგანმანათლებლო დაწესებულებებს. სკოლის დირექტორებს ტექნიკა ისრაელის ელჩმა გადასცა.



„შალომ კლუბ ქვემო ქართლი“ ირმა დავაძემ, თამარ ცინცაძემ და თამარ ლეთოდიანმა დააფუძნეს. როგორც ირმა დავაძემ აღნიშნა, შალომ კლუბის“ (Shalom Club) ქსელი არის MASHAV-ის პროგრამის კურსდამთავრებულთა გაერთიანება, რომლის მიზანია ისრაელის თანამედროვე ტექნოლოგიების გავრცელება-დანერგვა და ცოდნის გაზიარება. საქართველოდან უკვე 1 500-ზე მეტმა სპეციალისტმა გაიარა ტრენინგი ისრაელში სოფლის მეურნეობის, განათლების, ჯანდაცვის, ქალთა უფლებების, ინოვაციებისა და მეწარმეობის სფეროებში. კურსების გავლისა და კვალიფიკაციის ამაღლების შემდგომ, მონაწილეები საქართველოში ბრუნდებიან და შესაბამის სექტორებში განაგრძობენ მოღვაწეობას.



„ჩვენი მიზანია მოვიზიდოთ გრანტები არამარტო ისრაელის სახელმწიფოდან, არამედ სხვა დონორი ორგანიზაციებიდან. ისრაელის საელჩოს მხარდაჭერით მოვიპოვეთ დაფინანსება და ვიყიდეთ პლანშეტები. პანდემიური პირობებიდან გამომდინარე, მხოლოდ ქალაქის საჯარო სკოლებს გადავეცით, ხოლო შემდგომ ვაპირებთ, რომ სხვა სკოლებსაც გადავცეთ ტექნიკა“ - ამბობს ირმა დავაძე

„შალომ კლუბ ქვემო ქართლი“-ის გახსნას ესწრებოდა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი. როგორც მან აღნიშნა, მზად არის ორმხრივი თანამშრომლობისთვის როგორც ქვეყნის, ასევე რეგიონის ფარგლებში.

„ქართველ და ებრაელ ხალხს, საუკუნოვანი მეგობრობა აკავშირებს და განსაკუთრებული და კავშირები ჩვენს ერებს შორის. ეს ურთიერთობა ბუნებრივად გადაზრდილია სახელმწიფოებრივ ურთიერთობებში. ისრეელის ელჩმა საქართველოში, ძალიან მნიშვნელოვანი მესიჯი გააჟღერა და აღნიშნა, რომ ეს არ არის ერთჯერადი საჩუქრის აქცია. აქ დაფუძნდა შარლომ კლუბი და ძალიან მნიშვნელოვანია მისი წარმატებულობა და ეფექტიანი თანამშრომლობა ისრაელის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებვის მიმართულებით.- თქვა შოთა რეხვიაშვილმა

ვიზიტის ფარგლებში ისრაელის ელჩი, რან გიდორი და Mashav-ის პროგრამის დირექტორი საქართველოში, გიორგი ჟღენტი შეხვდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, დაათვალიერეს ჯანდარას ახლადაშენებული სკოლა და მუნიციპალიტეტის კულტურული ძეგლები და ღირსშესანიშნაობები.






FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია