სიახლე
რესურსცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი მარნეულის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული
მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მოვალეობის შემსრულებელი, ზაბილ გოჯაევი შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ბრალდებით დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ზაბილ გოჯაევი მარნეულის რესურსცენტრის მოვალეობის შემსრულებლად ერთი კვირის წინ დაინიშნა. 9 ივნისს გახდა ცნობილი, რომ ის თანამდებობიდან გადადგა.

მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრი გვითხრეს, რომ გოჯაევმა თანამდებობა საკუთარი ნებით, განცხადების საფუძველზე დატოვა. მოვალეობას კი ალი გახრამანოვი შეარულებს.

ზაბილ გოჯაევი მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მოვალეობის შემსრულებლად 2 ივნისს დაინიშნა. მაშინ განათლების სამინისტროში რადიო „მარნეულს“ უთხრეს, რომ გოჯაევი ექვსი თვის განმავლობაში შეასრულებდა მოვალეობას. ხელმძღვანელად დანიშვნისთვის კი გამოცდის ჩაბარება მოუწევდა.

აღსანიშნავია, რომ მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ბოლო რამდენიმე წელი ქენან ომაროვი იყო. ის ახლა მერის მოადგილეა.

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია