5-6 ივნისს ქალაქ თბილისში ჩატარებულ K1 და MMA სახეობის საერთაშორისო
ტურნირზე მარნეულელმა სპორტსმენმა რამილ მეხდიევმა გაიმარჯვა და
პირველი ადგილი დაიკავა.
პროფესიონალური K1 და MMA სახეობაზე ჩატარებულ შეჯიბრში 80 კგ წონის
კატეგორიაზე გამოსულ რინგზე რამილ მეხდიევმა თურქი მოწინააღმდეგე
პირველივე რაუნდში დამარცხა და ნოკაუტით მოიპოვა გამარჯვება.
" მე მარნეულის სახელით გამოვედი. ჩემი მოწინააღმდეგე
თურქი სპორტსმენი იყო. შეჯიბრის პირველივე წუთებში ის დავამარცხე.
კარგი შეჯიბრი გაიმართა. ამ თვის 26-27 რიცხვებში ჩემ¥ მოწაფეები
რუსთავში ჩატარებულ ჩემპიონატზე მიიღებენ მონაწილეობას. 7 აგვისტოს
დამპატიჟეს თურქეთში. პროფესიულ K1 სახეობაზე შევეჯიბრები.
ძლიერებისთვის იქნება ეს შეჯიბრი და მე საქართველოს სახელით გამოვალ.
თბილისში ჩატარებულ შეჯიბრზე საქართველოსთან ერთად აზერბაიჯანის და
თურქეთის სპორტსმენებიც იქნებიან".
სპორტსმენმა განაცხადა, რომ დღემდე ბევრ შეჯიბრში მიიღო მონაწილოება
და წარმატებებსაც მიაღწია.
" 2 - 18 წლამდე მოწაფეებს შორის საერთაშორისო ტურნრებზე
60 შეჯიბრი მქონია დღემდე. პირველი, მეორე და მესამე ადგილიც
მომიპოვებია. მაგრამ 18 წლის მერე უკვე პროფეიონალური შეჯიბრი არის
ხოლმე პროფესიულში 27 შეჯიბრი მაქვს. იქიდან ოთხში დავმარცხდი და
დანარჩენში კარგი შედეგები მაქვს. ყაზახეთში, ირანში, აზერბაიჯანში,
თურქეთში მქონდა შეჯიბრები".
რამილ მეხდიევმი იმედოვნებს, რომ თავის ქვეყანას და რაიონს ღირსეულად
წარადგენს.
აღსანიშნავია, რომ რამილ მეხდიევი მარნეულის რაიონის სოფელ ბაილარში
ცხოვრობს. 13 წელია რაც კიგ ბქოსინგითაა დაკავებული. 6 წელია
პროფესიული კარიერა დაიწყო და K1 და MMA სახეობის შეჯიბრებზე
გადის.