მარნეულში „საზაფხულო ბაღი“ არც წელს იფუნქციონირებს
მარნეულში „საზაფხულო ბაღი“ წელსაც არ იფუნქციონირებს. როგორც ბაგა-ბაღების გაერთიანების უფროსი ზაურ ქარამოვი ამბობს, გადაწყვეტილება კორონავირუსის პრევენციის მიზნით არიის მიღებული.

„საზაფხულო ბაღების“ მუშაობის პრაქტიკა მარნეულში წლებია არსებობს. ყოველწლიურად საზაფხულო ბაღის ფუნქციას მუნიციპალიტეტში N1 საბავშვო ბაღი ითავსებს. 2020 წელს ბაღმა მუშაობა პანდემიის გამო შეწყვიტა. 2019 წელს ამავე დაწესებულებამ 42 აღსაზრდელი მიიღო. საზაფხულო ბაღი დასაქმებული მშობლების ბავშვებისთვის არის განკუთვნილი.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები