მარნეული
“პრობლემა რომ არ არსებობდეს, მაშინ რა მინდა აქ, დავიხურავ ქუდს და წავალ სახლში“ - ინტერვიუ ზაურ ტაბატაძესთან
მარნეულის მუნიციპალიტეტში, 6 სოფელში ჩატერებული კვლევის თანახმად, მოსახლეობას ყველაზე მეტად სასმელი წყლის პრობლემა აწუხებს. „ახალი აზროვნების ინსტიტუტმა“ 12 მაისიდან 20 მაისის ჩათვლით შვიდ სოფელში გამოკითხვა ჩაატარა. კვლევა ეხებოდა სოფლების საჭიროებასა და კოვიდ პანდემიით გამოწვეულ პროებლემებს. 1068 გამოკითხულიდან უმრავლესობა სასმელ და სარწყავი წყლის პრობლემას ასახელებს.

1. ხულდარას სათემო ცენტრი -სასმელი წყლის პრობლემა
2. მოლაოღლის სათემო ცენტრი -სარწყავი წყლის პრობლემა
3. ალგეთის სათემო ცენტრი - გზის პრობლემა
4. აღმამედლოს სათემო ცენტრი - ნაგვის პრობლემა
5. კასუმლოს სათემო ცენტრი - სარწყავი წყლის პრობლემა
6. ქვემო სარალის სათემო ცენტრი - სასმელი წყლის პრობლემა
7. ნაზარლოს სათემო ცენტრი(გარდაბანი) - სასმელი წყლის პრობლემა

რადიო „მარნეული“ დაინტერესდა თითოეული სოფლის მაგალითზე, რას ფიქრობენ მუნიციპალიტეტში, რა გეგმები აქვთ და აპირებენ თუ არა არსებული პრობლემების მოგვარებას. ინტერვიუ ჩავწერეთ მარნეულის მერის მოვალეობის შემსრულებელთან, ზაურ ტაბატაძესთან. შეიძლება ითქვას, რომ ტაბატაძე პრობლემების გადაჭრის კონკრეტულ დროს ვერ ასახელებს, თუმცა აღიარებს, რომ მსგავსი გამოწვევების წინაშე მუნიციპალიტეტი ნამდვილად დგას და პრობლემების მოგვარებაზე მუშაობა დაწყებული აქვთ.

- ბატონო ზაურ, მარნეულის ექვს სოფელში ჩატარებული კველების თანახმად ორგან, ხულდარასა და ქვემო სარალში მოსახლეობამ მთავარ პრობლემად სასმელი წყალი დაასახელა. იგეგმება თუ არა პრობლემის მოგვარება და როდის?

„გამიკვირდა ახლა, იმიტომ, რომ შიძლება ითქვას, სასმელი წყალი 85%-ით მოგვარებულია მარნეულის მუნიციპალიტეტში. ხუთი წელია მაგ მიმართულებით ვმუშაობთ და წელს კიდევ ხუთი თუ ექვსი პროექტი ხორციელდება. მე გავითვალისწინებ ხულდარას და ქვემო სარალსაც იმიტომ, რომ მოსახლეობიდან არ შემოსულა არანაირი განცხადება არც რწმუნებულისგან და მოსახლეობისგან, მაგრამ გავითვალისწინებ, კი, ბატონო.

- სარწყავი წყლის პრობლემას ასახელებენ მოლაოღლსა და კასუმლოში. ამ მხრივ თუ იგეგმება რამე?

„მოლაოღლიშიც და კასუმლოს მიმართულებითაც, აქამდე იყო შეფერხება. მოგეხსენებათ, ჰესია აშენებული დებედაზე და ხელშეკრულებით თუ არ ვცდები, 5 მაისიდან ოქტომბრის შუაა რიცხვებამდე, განკარგავს ჩვენი წყალმომარაგების მარნეულის ფილიალი. ეს პრობლემა არსებობს, მაგრამ ინტენსიურად მიდის მუშაობა, არხების გაწმენდაც ხდება და არამგონია, რომ წლევანდელ წელს მარნეულის მუნიციპალიტეტში სარწყავი და სასმელი წყლის პრობლემა სერიოზულად დადგეს. ყოველშემთხვევაში, ყოველდღიური კონტაქტი გვაქვს მარნეულის წყალმომარაგების სერვისცენტრთან“

-გამოკითხული ექვსი სოფლიდან, ალგეთში მოსახლეობამ გზის პრობლემა დაასახელა. თუ იგეგმება პრობლემის მოგვარება?

„ალგეთში ცენტრალურ გზაზე პრობლემა არ არსებობს, შიდა გზებზე კი, ბატონო. ხუთი წლის განმავლობაში ჩვენ ძირითადი აქცენტი გადატანილი გვქონდა, რომ ყველა სოფელში მისასვლელი გზა ყოფილიყო, მაგრამ სადაც ჩვენ დავასრულეთ სასმელი წყლის სამუშაოები, დასრულების შემდეგ ვიწყებთ გზის მშენებლობას. ეს მოცუობითი სამუშაოა, ისევე როგორც წყალმომარაგების თემა. ჩვენ ვმუშაობთ ახლა სოფლებში. მოგეხსენებათ, მარნეულში 80-ზე მეტი სოფელია და ერთდროულად ერთდროულად ვერ მოგვარდება ისევე, როგორც წყლის პრობლემა. ყველა სოფელში სადაც შიდა გზის პრობლემაა ვცდილობთ მოხრეშვითი სამუშაოები მაინც ვაწარმოოთ, რომ გზა იყოს გავლადი და არ იყოს ტალახი. არ დაგიმალავთ და გეტყვით, რომ შესაძლოა რომელიმე ჩიხში და ქუჩაზე ეს პრობლემა იყოს , მაგრამ პრობლემა რომ არ არსებობდეს მარენეულის მუნიციპალიტეტში, მაშინ რა მინდა აქ ,დავიხურავ ქუდს და წავალ სახლში. ჩვენი მიზანი არის დღევანდელი დღე უკეთესი იყოს ვიდრე გუშინდელი. ამ მიმართულებით ვმუშაობთ დაახლოებით 16 მილონის სამუშაოებს ვაწარმოებთ საგზაო და სასმელი წყლის მიმართულებით“

- რაც შეეხება სოფელ აღმამედლოს, აქ ძირითადად ნარჩენების პრობლემას ასახელებენ. ამ მხრივ თუ იგეგმება რამე მუნიციპალიტეტში, რომ გაიწმინდოს უკანონო ნაგავსაყრელები?

„მარტო აღმამედლოში არ არის ეგ პრობლემა, სხვა სოფლებშიც გვაწუხებს იგივე პრობლემა კი, ბატონო. ვმუშაობთ წელს ვყიდულობთ კომუნალური მეურნეობისთვის ორ სპეცმანქანას და შევეცდებით მაქსიმალურად მაგ მიმართულებითაც წავიდეთ და ვიმუშაოთ. მართალი ბრძანდებით, გეთანხმებით, რომ მოსაგვარებელია ეგ პრობლემა, მაგრამ მოგეხსენებათ სახლს რომ აშენებს ადამიანი, იწყებს ფუნდამენტიდან და მერე მიდის ზევით. ანუ, ყველაზე მთავარ პრობლემას ჯერ ინფრასტრუქტურას ვაგვარებთ და პრალელურ რეჟიმში, ვიმუშავებთ მაგ მიმართულებითაც"



FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია