მარნეულის სოფლებში გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობა, წყლის პრობლემას ასახელებს
მარნეულის მუნიციპალიტეტში, 6 სოფელში ჩატერებული კვლევის თანახმად, მოსახლეობას ყველაზე მეტად სასმელი წყლის პრობლემა აწუხებს. „ახალი აზროვნების ინსტიტუტმა“ 12 მაისიდან 20 მაისის ჩათვლით შვიდ სოფელში გამოკითხვა ჩაატარა. კვლევა ეხებოდა სოფლების საჭიროებასა და კოვიდ პანდემიით გამოწვეულ პროებლემებს. 1068 გამოკითხულიდან უმრავლესობა სასმელ და სარწყავი წყლის პრობლემას ასახელებს.

1. ხულდარას სათემო ცენტრი -სასმელი წყლის პრობლემა
2. მოლაოღლის სათემო ცენტრი -სარწყავი წყლის პრობლემა
3. ალგეთის სათემო ცენტრი - გზის პრობლემა
4. აღმამედლოს სათემო ცენტრი - ნაგვის პრობლემა
5. კასუმლოს სათემო ცენტრი - სარწყავი წყლის პრობლემა
6. ქვემო სარალის სათემო ცენტრი - სასმელი წყლის პრობლემა
7. ნაზარლოს სათემო ცენტრი(გარდაბანი) - სასმელი წყლის პრობლემა


ახალი აზროვნების ინსტიტუტი სათემო ცენტრებთან ერთად ახორციელებს რეგიონალურ პროექტს აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS პროექტის მხარდაჭერით.

რას ფიქრობენ მუნიციპალიტეტში, რა გეგმები აქვთ და აპირებენ თუ არა არსებული პრობლემების მოგვარებას. ინტერვიუ ჩავწერეთ მარნეულის მერის მოვალეობის შემსრულებელთან, ზაურ ტაბატაძესთან. ვრცლად:

Print