სიახლე
სოლიდარობის მუზეუმმა დმანისში მივიწტებული მეჩეთების კვლევა დაიწყო

„სოლიდარობის მუზეუმი“ დმანისის მუნიციპალიტეტში მდებარე ძველი მეჩეთების ისტროიას იკვლევს.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას „სოლიდარობის მუზეუმის“ ხელმძღვანელმა ელნურ ალიევმა განაცხადა, რომ ისინი დმანისში მდებარე ორი მეჩეთის, „ბურჯლუ მეჩეთის“ და „მინარეთიანი მეჩეთის“ ისტრიას იკვლევენ. ალიევის თქმით, მეჩეთი დმანისის არქეოლოგიური მუზეუმის ტერიტორიაზე, პირველი ევროპელების, ზეზვა და მზიას ნეშთის აღმოჩენის ადგილიდან 30 მეტრში მდებარეობს. აცხადებს, რომ „ბურჯლუ მეჩეთის“ ისტორიის კვლავა 1930-იან წლებში დაიწყო და მისი მშენებლობის ისტორიასთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებებია.

„კვლევების დროს ევროპის პირველი ადამიანის დასახლებასთან, დმანისის ტერიტორიაზე, ორი მეჩეთი აღმოვაჩინეთ რომელმაც საქართველოში შეინარჩუნა თავისი არსებობა. მათგან ერთი „ბურჯლუ მეჩეთის“, ხოლო მეორე „მინარეთიანი მეჩეთის“ სახელითაა ცნობილი. ორივე მეჩეთი დმანისის ციხის ტერიტორიაზე მდებარეობს.

ამ მეჩეთის ისტორიის შესახებ ორი აზრი არსებობს. პირველის მიხედვით, მეჩეთი მე-11 საუკუნეს ეკუთვნის. მეორეს მიხედვით კი მე-13 საუკუნეს. დმანისში თბილისის მუსლიმთა ხელმძღვენელობაზე დამოკიდებული მუსლიმთა კავშირი მდებარეობდა რაც მეჩეთის უფრო ძველი ისტორიის და წარმომავლობის ვარაუდს ქმნის. მეჩეთი დმანისი არქეოლოგიური მუზეუმის ტერიტორიაზე, პირველი ევროპელების ზეზვას და მზიას ძვლების პოვნის ადგილიდან 30 მეტრის მოშორებით მდებარეობს. მე-11 საუკუნეში, სელჯუგლუს პერიოდში, მეჩეთის სელჯუგის თურქების მიერ აშენების ვარაუდიც არსებობს“


ელნურ ალიევის განცხადებით „მინარეთიანი მეჩეთი“ დმანისის ციხის ტერიტორიაზე, ტყეში, მდებარეობს, მასთან ახლოს კი მედრესეს შენობაა.

„მეორე მეჩეთი ქართულ სამეცნიერო ლიტერატირაში „მინარეთიანი მეჩეთის“ სახელითაა ცნობილი. ქართველი მეცნიერების აზრით ძირითადად მეჩეთი 12-13 საუკუნეებშია აშენებული“.

„სოლიდარობის მუზეუმის“ ხელმძღვანელის თქმით, პატარა ტერიტორიაზე ორი მეჩეთის მდებარეობა აჩვენებს, რომ ციხის ტერიტორია დიდი იყო და მოსახლეობა მჭიდროდ იყო დასახლებული.

„ამჟამად მეჩეთების უბრალო კედლები, საკურთხევლებია, დარჩენილი. ბურჯლუ მეჩეთის მუზეუმის ტერიტორიაზე მდებარეობის მიუხედავად იქ მისასვლელად არც გზა, არც ბილიკი არაა. „მინარეთიანი მეჩეთი“ კი ტყის ტერიტორიაში დაიკარგა, მოსული ტურისტებისთვის მისი ნახვა შეუძლებელია“

სოლიდარობის მუზეუმი 2017 წელს დაარსდა. მუზეუმის შექმნის ძირითადი მიზანი საქართველოში ეთნიკურ-რელიგიური უმცირესობებოს ორგანიზება და მათი იურიდიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა, რათა მათ თავიანთი კულტურული მემკვიდრეობა დაიცვან. მუზეუმის წევრები რამდენიმე წელია რაც ქვემო ქართლში უძრავი ქონების მემკვიდრეობის მონიტორინგით არიან დაკავებულნი. ისინი ეძებენ, პოულობენ და იკვლევენ ძეგლებს და სახელმწიფოს მხრიდან მათ დარეგისტრირებას და დაცვას უზრუნველყოფენ.

 

FaceBook Twitter Google
დაიცავი დისტანცია