ოთხი ავტომობილის შესაკეთებლად მარნეულის მერიამ 4 000 ლარის გამარტივებული შესყიდვა გააფორმა
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ მერიის
ბალანსზე მყოფი ოთხი ავტომობილის შეკეთებისა და ტექნიკური
მომსახურებისათვის გამარტივებული შესყიდვა გააფორმა.
მარნეულის მერიამ 4 000 ლარის ღირებულების ხელშეკრულება სს „ფრანს
ავტო“-სთან გააფორმა. ხელშეკრულების მიხედვით, „ფრანს ავტო“ მერიის
მოთხოვნის შესაბამისად ვალდებული იქნება შეაკეთოს ოთხი
ავტომანქანა.
„ავტომანქანისთვის RENAULT DUSTER სახელმწიფო ნომერი - QW 801 WQ,
RENAULT DUSTER სახელმწიფო ნომერი - PP 572 WQ, RENAULT DUSTER
სახელმწიფო ნომერი - CC 944 DD, RENAUT SANDERO - სახელმწიფო ნომერი
CC 945 DD“ - ეს იმ ავტომანქანების ჩამონათვალია, რომელის შეკეთების
მომსახურებისათვისაც მერიამ გამარტივებული ხელშეკრულება გააფორმა
მერიის მიერ გაფორმებული გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულების
მიხედვით, კომპანიამ ავტომობილების შეკეთების მომსახურება 2021 წლის
ბოლომდე, მერიის მოთხოვნის შესაბამისად, უნდა შეასრულოს.
რადიო „მარნეული“