სიახლე
საქართველოს აზერბაიჯანელთა ინტეგრაციის ცენტრში ახალი აღმასრულებელი დირექტორი დაინიშნა

მარნეულში მდებარე „საქართველოს აზერბაიჯანელთა ინტეგრაციის ცენტრში“ ახალი აღმასრულებელი დირექტორი დაინიშნა.



რადიო „მარნეულის“ ინფორმაციით ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე ორხან პირვერდიევი დაინიშნა.

დღემდე ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას ცენტრის წევრი და ერთ-ერთი დამფუძნებელი, პოეტი, მწერალი, პუბლიცისტი და თარჯიმანი რაფიგ ჰუმმეთი იკავებდა. ის ამ თანამდებობაზე 2020 წელს დაინიშნა. რაფიგ ჰუმმეთის დანიშვნამდე ამ თანამდებობას აიგულ ისაევა იკავდებდა. ისაევა ცენტრის დირექტორად 2019 წელს დაინიშნა.

აღსანიშნავია, რომ „საქართველოს აზერბაიჯანელთა ინტეგრაციის ცენტრმა“ მუშაობა 2019 წლის 3 აპრილიდან დაიწყო. ცენტრში სტუდენტებს აზერბაიჯანული, ქართული და ინგლისური ენების, საქართველოს, აზერბაიჯანის და მსოფლიო ისტორიის, გიმნასტიკისა და ძიუდოს კურსები მოქმედებს.

 

FaceBook Twitter Google
დაიცავი დისტანცია