მარნეული
მერია სოფელ წერეთელში კომბინირებული მინი სტადიონის მოწყობას გეგმავს
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია, სოფელ წერეთელში ხელოვნურ საფარიანი კომბინირებული მინი სტადიონის მოწყობას გეგმავს.
ადგილობრივმა თვითმმართველობამ 3 178 ლარიანი ტენდერი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისათვის უკვე გამოაცხადა.

სატენდერო დოკუმენტაციაში წერია, რომ წერეთელში კომბინირებული მინი სტადიონის მოწყობის სავარაუდო ღირებულება 150 000 ლარია.

ტენდერში მონაწილეობა მსურველ კომპანიებს 27 ივლისიდან, 30 ივლისამდე პერიოდში შეეძლებათ. გამარჯვებული ვალდებული იქნება სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარულ დღეში შეასრულოს.

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია