სიახლე
სოფელ ქუთლიარში ყურბან ბაირამის აღსანიშნავად შესაწირს კლავენ და გაჭირვებულებს ურიგებენ (ფოტო)
დღეს, 20 ივლისს, მუსლიმები ყურბან ბაირამს აღნიშნავენ. ყურბან ბაირამი 20-დან 22 ივლისამდე გრძელდება.

ისევე როგორც ყოველ წელს, ამ წელსაც საქართველოს მუსლიმი თემის წარმომადგენლები შესაწირებს კლავენ და სოციალურად გაჭირვებულებს ურიგებენ.

დღეს, დილის საათებში, სოფელ ქუთლიარის მეჩეთის იმამისა და სოფლის მოსახლეობის მონაწილოებით სადღესასწაულო ლოცვა შესრულდა. სოფლის მეჩეთის იმამმა თეიმურ გახრამანოვმა ყურბან ბაირამის შესახებ მოსახლეობას ინფორმაცია მიაწოდა.

სადღესასწაულო ლოცვის შემდგომ მოსახლეობამ ყურბან ბაირამი ერთმანეთს მიულოცა, რის შემდეგაც შესაწირი დაკლეს და გაჭირვებულებს დაურიგეს. შესაწირად დასაკლავი საქონლის თანხა მოსახლეობამ, ასევე სხვადასხვა ქვეყნებშ მცხოვრებმა ქუთლიარელებმა, შეაგროვა.

აღსანიშნავია რომ სადღესასწაულო ლოცვა საქართველოში მდებარე ყველა მეჩეთში შესრულდა.


Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/marneulifm.ge/public_html/templates/default/html/com_content/article/default.php on line 166
FaceBook Twitter Google
დაიცავი დისტანცია