მარნეული
სოფელ დოლისყანაში მცხოვრებ 15-მდე ოჯახს გზის პრობლემა მოუგვარდა

მარნეულის მუნიციპალიტეტის ქუთლიარის ტერიტორიულ ერთეულში შემავალი სოფლის, დოლისყანის, 15-მდე ოჯახს გზის პრობლემა მოუგვარა.

ამჟამად სოფლამდე მისასვლელი გზის მოასფალტების სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც უკვე დასრულების ეტაპზეა.

2021 წლის გაზაფხულს სოფლის მოსახლეობამ რადიო „მარნეულს“ განუცხადა, რომ მათ სოფლამდე მისასვლელი გზა 2020 წელს უნდა დაგებულიყო, მაგრამ გასულ წელს აღნიშნული პროექტი არ შესრულდა.

მოსახლეობა ასევე აცხადებს, რომ გარდა გზის პრობლემისა დოლისყანელებს ბუნებრივი აირის, გარე განათებისა და წყლის პრობლემებიც აწუხებთ.
აღსანიშნავია, რომ მარნეულის ადგილობრივმა თვითმმართველობამ 5 სოფელში გზების აღდგენა/მოასფალტებისთვის 2 064 728 ლარი გამოყო. მერია დამიაში, იმირჭალაში და ხიხანში შიდა გზების მოასფალტებისთის 1 241 299 ლარის დახარჯვას გეგმავს.
ამასთან ერთად, ადგილობრივი ხელისუფლება სოფელ დოლისყანაში მისასვლელი გზის მოასფალტებას და სოფელ კირეჩ მუღანლოში შიდა გზების აღდგენას 823 429 ლარად გეგმავს.

 

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია