მარნეულში სინოფარმის ვაქცინას, სავარაუდოდ, პარასკევს შემოიტანენ
მარნეულის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ორ
კლინიკაში
, ჯეო ჰოსპიტალსის მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრსა და ჯეო
ჰოსპიტალსის სამშობიარო და ამბულატორიულ ცენტრში, მიმდინარეობს.
ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტში კორონავირუსის საწინააღმდეგო სამი სახის
ვაქცინითაა აცრა შესაძლებელი. როგორც რადიო „მარნეულთან“ საუბრისას
მარნეულის ჯეო ჰოსპიტალსის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის
კლინიკურმა დირექტორმა ტატა შენგელაიამ განაცხადა, სამედიცინო ცენტრში
ამ ეტაპზე პფაიზერის პირველი დოზის და სინოფარმის მეორე დოზის, იმ
პირთათვის ვინც უკვე დარეგისტრირდა, გაკეთებაა შესაძლებელი.
მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსის“ მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრში
პფაიზერის ვაქცინაციის პროცესი 26 ივლისს დაიწყო რისთვისაც დამატებითი
იმუნიზაციის კაბინეტი ამოქმედდა.
რაც შეეხება ჯეო ჰოსპიტალსის სამშობიარო და ამბულატორიულ ცენტრს, აქ
ჯერ-ჯერობით მხოლოდ ჩინური წარმოების სინოვაკის გაკეთებაა
შესაძლებელი. ხოლო სინოფარმის პირველი და მეორე დოზის ვაქცინებს
სამედიცინო დაწესებულება პარასკევს მიიღებს. ამ ეტაპზე მარნეულში
სინოფარმის ვაქცინის (პირველი და მეორე დოზის) გასაკეთებლად
Booking.moh.gov.ge-ზე დარეგისტრირება შეუძლებელია. რადიო „მარნეულს“
მარნეულის ჯეო ჰოსპიტალსის მრავალპროფილური სამედიცნო ცენტრის
კლინიკურმა დირექტორმა განუცხადა, რომ პორტალზე სინოფარმის
ვაქცინაციისთვის დარეგისტრირება, სავარაუდოდ, სამშობიარო და
ამბულატორიულ ცენტრში ახალი დოზების მიღების პარალელურად იქნება
შესაძლებელი.