საიმერლოში სასმელი წყლის მილის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საიმერლოში სასმელი წყლის მილის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც წერეთლის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი კაკო შუბითიძე რადიო „მარნეულთან“ საუბრისას ამბობს, წყლის მილი რამდენიმე უბანზე, დაახლოებით 5 ადგილზე იყო დაზიანბული.

„ხდება წყლის მილის რეაბილიტაცია და აღდგენა. ახლაც, ამ წუთებშიც მიმდინარეობს სამუშაოები. ცენტრალური მილი იყო დაზიენბული სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჩაერდება და კიდევ რამდენიმე ადგილას. ნახავენ რა დონის დაზიანებაა და მაგის მიხედვით გვეცოდინება სამუშაოების დასრულების დროც"

წყლის მილის სარეაბილიტაციო სამუშაოები საიმერლოში რამდენიმე დღეა მიმდინარეობს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები