მარნეულელი ახალგაზრდები კოვიდის წინააღმდეგ

დღეს, 27 ივლისს საგანმანათლებლო ცენტრ „ლინგუას“ დამფუძნებლები რენა აჯალოვა და გულჯახან აჯალოვა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრნენ.

გულჯაჰან აჯალოვამ რადიო „მარნეულთან“ საუბრისას განაცხადა, რომ ქალაქ თბილისში მდებარე რესპუბლიკურ საავადმყოფოში პფაიზერის ვაქცინა გაიკეთეს.

გულჯაჰანის თქმით, ბავშვობის შემდგომ ვაქცინა გაკეთებული არ ჰქონდა რის გამოც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებას ეჭვობდა. ადრე აცრის გაკეთება აშინებდა, მაგრამ შიში გადალახა და პფაიზერის გაკეთება გადაწყვიტა. მისი განმარტებით, აცრა კორონავირუსის დამარცხებისათვის აუცილებელია.

გულჯაჰანი და რენა თავს კარგად გრძნობენ და მათ აცრის შემდგომი გართულებები არ აღენიშნებათ.

აღსანიშნავია, რომ აშშ-მ საქართველოს 500 000 დოზა პფაიზერი აჩუქა. ვაქცინა საქართველოში 24 ივლისს შემოვიდა. 26 ივლისიდან პფაიზერი აცრის პროცესი დაიწყო.

 

Print