სიახლე
ცხოვრება ნაგავსაყრელებთან - ნარჩენების მართვა მარნეულში
სოფელ სადახლოს ცენტრიდან რამდენიმე კილომეტრში ნაგვის მდინარე იწყება. უკანონო ნაგავსაყრელი სადახლო-მოლაოღლის გზის მთელ მონაკვეთზეა გადაჭიმული და მდინარე ბანოვჩას მიუყვება. ადგილობრივები ამბობენ, რომ სანაგვე ურნების არარსებობის გამო, საყოფაცხოვრებო თუ სხვა ნარჩენების გადაყრა მდინარეში უწევთ.

„აქ ვყრით ნაგავს. დადგან ურნა და ურნაში ჩავყრით. გაწმინდავენ მერე ურნებს და ჩვენც დავისვენებთ. ბუზები გვჭს, სუნზე საერთოდ აღარაფერს ვამბობ. საჭიროა ნაგვის ურნის განთავსება. ერთი ცალი ცენტრში დადეს, ჩვენს ტერიტორიაზე არა“ - ამბობს სადახლოში მცხოვრები.



სადახლო ერთადერთი არაა მარნეულში, სადაც ნაგვის პრობლემა აქვთ. იმავე სიტუაციაა თითქმის ყველგან. ადგილობრივ თვითმმართველობაში არსებული პრობლემის შესახებ იციან. ამბობენ, რომ  სიტუაციის გამოსწორებას ეტაპობრივად, სხვადასხვა ორგანიზაციის დახმარებით და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გეგმავენ. ნარჩენების მართვისთვის 2021 წლის ბიუჯეტში რამდენიმე ნაგავმზიდის და სანაგვე კონტეინერის შესყიდვაცაა გათვალისწინებული.

ვრცლად ნახეთ ჩვენს ვიდომასალაში:
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია