სიახლე
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების მიერ აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვრის ქალბაჯარის მონაკვეთზე განხორციელებული პროვოკაციის შედეგად აზერბაიჯანის არმიის ორი სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა, - ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს.

ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

უწყების ცნობით, ბასარკეჩარის რაიონის ტერიტორიაზე სხვადასხვა მიმართულებით განლაგებული საბრძოლო პოზიციებიდან სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა ქალბაჯარის რაიონის ტერიტორიაზე აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც ორი სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა.

"ამ მიმართულებით განლაგებული აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფები ადეკვატურ საპასუხო მოქმედებებს ახორციელებენ. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ ორ ქვეყანას შორის სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ დაძაბულობის ესკალაციაზე სრული პასუხისმგებლობა სომხეთს ეკისრება", -
განაცხადეს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში.

წყარო: report.ge
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია