სიახლე
ამ დროითვის მარნეულში "ფაიზერით" 200-ზე მეტი ადამიანი აიცრა
მარნეულის მუნიციპალიტეტში, ამ დროისთვის, „ფაიზერით“ 200-ზე მეტი ადამიანია აცრილი. მესამე დღეა, რაც მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსში“ "ფაიზერით" ვაქცინაცია გახდა შესაძლებელი. სამედიცინო დაწესებულებაში აცრების პროცესს მარნეულის მერის მოვალეობის შემსრულებელი ზაურ ტაბატაძე და მერიის სხვა თანამშრომლები გაეცნენ. როგორც რადიო „მარნეულთან“ საუბრისას ზაურ ტაბატაძემ თქვა, კორონავირუსის ვაქცინის გაკეთება, მუნიციპალიტეტის სხვა ტერიტორიულ ერთეულებშიც გახდება შესაძლებელი.



“რამდენიმე დღის წინ მივიღეთ ფაიზერის ვაქცინა. ინტენსიურად მოხდა დარეგისტირება მოქალაქეების. შეიძლება ითქვას, რომ მაღალ ტემპში მიმდინარეობს აცრის პროცესი. დღეში 80-ზე მეტი ადამიანი იცრება. მოსახლეობას შეგნებული აქვს ის აუცილებლობა, რომ ჩვენი გადარჩენის ერთადერთი საშუალება გახლავთ ვაქცინაცია. მარნეულში ამ წუთას მუშაობს ორი პუნქტი, ორივე ჯეო ჰოსპიტალსის გახლავთ, მაგრამ გადამზადებულები არიან მობილური ჯგუფები, რომლებიც უახლოეს მომავალში დაიწყებს მუშაობას და შესაბამისად, გავლენ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სხვადასხვა ტერიტორიულ ერთეულებში“
- ამბობს ზაურ ტაბატაძე.

28 ივლისს, „ფაიზერის“ ვაქცინით აიცრა მარნეულელი რეზო ცარციძე. ფიქრობს, რომ ეს ერთადერთი გზაა კორონავირუსის დასამარცხებლად.

„ ფაიზერის პირველი დოზით ავიცერი. სხვა საშუალება არ გვაქვს კორონავირუსის დასამარცხებლად. ვურჩევ მოსახლეობას რაც შეიძლება მალე აიცრან და რაც შეიძლება მალე დავამარცხოთ ეს ვირუსი, გარშემომყოფებს უნდა გავუფრთხილდეთ“ - ამბობს რეზო ცარციძე

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა მარნეულის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის უფროსი ვაჟა შუბითიძე. ის მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.



ავიცერი კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით. მიმაჩნია ეს ჩემთვის სავალდებულოდ და ყველას მოვუწოდებ, რომ აიცრან. უფრო დაცულად მივიჩნევ თავს. ასე ოჯახის წევრებსაც და საზოგადოებას გავუფრთხილდები"

„ჯეო ჰოსპიტალსის“ მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრის დირექტორი იოსებ მგალობლიშვილი ამბობს, რომ ბოლო პერიოდში, აცრებზე მომართვიანობა საკმაოდ გაიზარდა. სამედიცინო დაწესებულება, ვაქცინირებული პირების წახალისების მიზნით შეღავათიან ტარიფებს აწესებს.



“როგორც ხედავთ, მომართვიანობა არის მაქსიმალურად მაღალი. „ჯეო ჰოსპიტალსი“ წახალისების მიზნით ჩვენს დაწესებულებებში, ვაქცინირებულ პირებს სთავაზობს საკმაოდ შეღავათიან ტარიფებს ლაბორატორიულ თუ სხვა კვლევებზე.  იმედს ვიქონიებთ რომ აქტივობა ასე გაგრძელდება“

"ჯეო ჰოსპიტალს"-ის გადაწყვეტილებით მოქალაქეებს, რომლებიც წარადგენენ ვაქცინაციის დამადასტურებელ ,,კოვიდ პასპორტს“ ან QR კოდს, ,,სამოტივაციო ბარათის“ ფარგლებში შესაძლებლობა ექნებათ, წლის ბოლომდე ისარგებლონ ექიმის მიერ დანიშნული ნებისმიერი ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევით, მათ შორის, კომპიუტერული ტომოგრაფიით. შეღავთი 30%-იან ფასდაკლებას გულისხმობს.
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია