ბოლო 24 საათში მარნეულში კორონავირუსის 20-მდე შემთხვევა გამოვლინდა
მარნეულის მუნიციპალიტეტში 29 ივლისის სტატისტიკით, კორონავირუის 20-მდე დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია მარნეულის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ზაურ ტაბატაძემ გვითხრა და აღნიშნა, რომ ინფიცირების შემთხვევები ბოლო პერიოდში მომატებულია, თუმცა მდგომარეობა საგანგაშო არ არის.

„ამ ეტაპზე, საგანგაშო მდგომარეობა მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არ გვაქვს, მაგრამ მომატება არის. მომატება გახლავთ ის, რომ გუშნიდელი მონაცემებით 20-მდე შემთხვევა იყო. მუნიციპალიტეტისთვის, სადაც დაახლოებით 140 000 არის, ეს არ უნდა იყოს საგანგაშო, მაგრამ თუმცა არასასურველია. იმიტომ, რომ წინა პერიოდში, უფრო უკეთესი მდგომარეობა გვქონდა. აუცილებელია პრევენციული ზომები და მაქსიმალურად ვცდილობთ მივაწოდოთ ხალხს ინფორმაცია, რომ დაიცვან რეკომენდაციები. ასევე, თვითონ აცრის პროცესი მარნეულში, ახლანდელი მონაცემებით, ინტენსიურად მიმდინარეობს . დაჯავშნილია ბევრი ადგილი. დღის განმავლობაში, 80-დან 100 -მდე ან ცოტა მეტი იცრება, რაც ცუდი არ არის, მაგრამ ვნახოთ, უფრო უნდა გაიზარდოს რიცხვი“- ამბობს ზაურ ტაბატაძე

ქვემო ქართლში, 24 საათში, კორონავირუსის 149 შემთხვევა დაფიქსირდა. საქართველოს მასშტაბით 2712. გამოჯანმრთელდა 1561, ხოლო გარდაცლილთა რაოდენობა 25-ია.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები