„ქართულმა ოცნებამ“ ქვემო ქართლში მერობის კანდიდატები წარადგინა
პარტია „ქართულმა ოცნება“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მერობის კანდიდატები წარადგინდა. რუსთავში, მერობის კანდიდატად „ოცნებიდან“ ნინო ლაცაბიძე , გარდაბანში – დავით კარგარეთელი, მარნეულში – კენან ომაროვი, ბოლნისში – დავით შერაზადიშვილი, დმანისში – კობა მურადაშვილი, წალკაში – ილია საბაძე, ხოლო თეთრიწყაროში – გიორგი წიკლაური დაასახელა.

აღსანიშნავია, რომ მარნეულის მერობის კანდიდატის ვინაობა, გუშინ, 29 ივლისს გახდა ცნობილი. ქართული ოცნების მარნეულის რაიონული ორგანიზაციის წინ გადაღებულ ფოტოს მარნეულსა და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატი, ზაურ დარგალი ავრცელებს და წერს, რომ ქენან ომაროვი მერობის კანდიდატია.

ომაროვი მარნეულის მერის მოადგილეა. ის მანამდე მარნეულის რესურსცენტრს ხელმძღვანელობდა.

„ქართულმა ოცნებამ“ კანდიდატები სხვა მუნიციპალიტეტებშიც წარადგინა:
  • თელავი – ლევან ანდრიაშვილი
  • ახმეტა – ალექსი ფიცხელაური
  • ყვარელი – გივი ზაუტაშვილი
  • ლაგოდეხი – ჯონდო მდივნიშვილი
  • გურჯაანი – ზურაბ უტიაშვილი
  • საგარეჯო – ავთანდილ გულიკაშვილი
  • სიღნაღი – მალხაზ ბეგიაშვილი
  • დედოფლისწყარო – ნიკოლოზ ჯანიაშვილი
  • გორი – ვლადიმერ ხინჩეგაშვილი
  • კასპი – ვახტანგ მაისურაძე
  • ქარელი – ზაზა გულიაშვილი
  • ხაშური – თენგიზ ჩიტიაშვილი
  • ახალციხე – ირაკლი ლაზარაშვილი
  • ასპინძა – როსტომ მაგრაქველიძე
  • ბორჯომი – ოთარ არბოლიშვილი
  • ადიგენი – გოჩა ქიმაძე
  • ახალქალაქი – მელქონ მაკარიანი
  • ნინოწმინდა – ანივარდ მოსოიანი
  • მცხეთა – დიმიტრი ზურაბიშვილი
  • დუშეთი – მანანა ნარიმანიძე
  • თიანეთი – ლევან წიკლაური
  • ყაზბეგი – შალვა ელოშვილი
  • ქუთაისი – იოსებ ხახალეიშვილი
  • ბაღდათი – კახა ენუქიძე
  • ჭიათურა – გივი მოდებაძე
  • წყალტუბო – გენადი ბალანჩივაძე
  • საჩხერე – ლევან ივანაშვილი
  • სამტრედია – დავით ბახტაძე
  • თერჯოლა – ლაშა გოგიაშვილი
  • ტყიბული – დავით ჩერქეზიშვილი
  • ვანი – ალექსანდრე გოგორიშვილი
  • ხარაგაული – კობა ლურსმანაშვილი
  • ხონი – ლადო ჯურხაძე
  • ზესტაფონი – ვასილ გველესიანი
  • ამბროლაური – ლაშა ჭიჭინაძე
  • ონი – სერგო ხიდაშელი
  • ცაგერი – გიორგი ნემსაძე
  • ლენტეხი – გიორგი ონიანი
  • ზუგდიდი – მამუკა წოწერია
  • წალენჯიხა – გოგა გულორდავა
  • ჩხოროწყუ – დათო გოგუა
  • ხობი – დავით ბუკია
  • სენაკი – ვახტანგ გადელია
  • მარტვილი – თორნიკე ჯანაშია
  • ფოთი – ბექა ვაჭარაძე
  • აბაშა – გიგა გაბელაია
  • მესტია – კაპიტონ ჟორჟოლიანი
  • ოზურგეთი – ავთანდილ თალაკვაძე
  • ლანჩხუთი – ალექსანდრე სარიშვილი
  • ჩოხატაური – დავით შარაშენიძე
  • ბათუმი – არჩილ ჩიქოვანი
  • ქობულეთი – ლევან ზოიძე
  • ხელვაჩაური – ზაზა დიასამიძე
  • ქედა – როლანდ ბერიძე
  • შუახევი – ომარ ტაკიძე
  • ხულო – ვახტანგ ბერიძე
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 2021 წლის 2 ოქტომბერს ჩატარდება.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები