მარნეულში მოქალაქეების მიერ გარემოს დაბინძურების ორი ფაქტი გამოვლინდა - ზედამხედველობის დეპარტამენტი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 3 ფაქტი გამოავლინეს. მათ შორის ორი მარნეულში.

"მარნეულის მუნიციპალიტეტში მოქალაქემ მუნიციპალური ნარჩენით გარემოს გარემო დააბინძურა. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მოქალაქის მიერ მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენის ღია წესით წვის ფაქტი გამოვლინდა. ქალაქ მარნეულში, მოქალაქე ნარჩენების ღია წესით წვას ახდენდა" - განმარტავენ დეპარტამენტში.

სამართალდარღვევებზე შედგა სამართალდარღვევის ოქმები.

ფოტო:გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი
Print