მარნეული
მარნეულში „გირჩის“ პროპორციულ სიაში პირველი ნომერი პედაგოგი გიორგი ჭაუჭიძეა
პედაგოგი გიორგი ჭაუჭიძე, მარნეულის საკრებულოს წევრობის კანდიდატია. ის „გირჩის“ პროპორციულ სიაში პირველი ნომერია. მეორე ნომერი ნათია ტრაპაიძეა, გიორგი ჭაუჭიძის მეუღლე, რომელიც ასევე პედაგოგია.  როგორც მარნეულში მომუშავე მასწავლებელი რადიო „მარნეულთან“ საუბარში ამბობს, მისი მიზანია გახდეს მარნეულელების ხმა საკრებულოში, დასვას შეკითხვები და გასაგები გახადოს სხვადასხვა საკითხი.

„ვფიქრობ, არ იქნება ცუდი, რომ მასწავლებლის ხმა, როგორც საკებულოს წევრის ხმა და ეს მაინც და მაინც არახელისუფლების მხარდამჭერი პარტიის წარმომადგენელი მასწავლებლის, არამედ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი მასწავლებლის ხმა ისმოდეს მარნეულის საკრებულოში.  რაც შემიძლია ვუთხრა მარნეულის ამომრჩევლებს არის ის, რომ მე დავსვამ ხოლმე შეკითხვებს იქ - შიგნითაც და გარეთაც“

გიორგი ჭაუჭიძე ფიქრობს, რომ მარნეულელები ნდობას გამოუცხადებენ და მათი პარტიიდან, რამდენიმე ადამიანი შევა საკრებულოში.

„ნეიტრალური ადამიანის თვალით რომ შევხედოთ, რატომ არ უნდოდეს მარნეულელ ამომრჩეველს, რომ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების ადამიანი იყოს მარნეულის საკრებულოში. ამბიცია არ გვაქვს „გირჩი“ რომელიმე საკრებულოში უმრავლესობით მოვიდეს, მაგრამ ერთი ან ორი წარმომადგენელი იყოს და ჩაიხედოს რაღაც საკითხებში, რატომ არ უნდა უნდოდეს მარნეულელ ამომრჩეველს. თუ კი ჩვენ მოვახერხებთ, ეს გავაგებინოთ მივიტანოთ ეს სათქმელი ბევრ ამომრჩევლამდე, ვფიქრობ, რომ ხმების იმ რაოდენობას მივიღებთ ჩვენი პარტიული სია მარნეულში, რომ ერთი ან ორი წარმომადგენელი გავიყვანოთ"

გთავაზობთ „გირჩის“ მიერ მარნეულის საოლქო საარჩენო კომისიაში დარეგისტრირებულ კანდიდატებს:

  1. გიორგი ჭაუჭიძე
  2. ნათია ტრაპაიძე
  3. ნინო ნემსაძე
  4. ვანო ღონღაძე
  5. ლაშა კახნიაშვილი
  6. ნინო ლაცაბიძე
  7. მიხეილ ისპირიანი
  8. დავით დარბაიძე
  9. მარინა ქავთარაძე
  10. სოსო კაციტაძე
  11. გიორგი გზირიშვილი
  12. სოფიო მალაქშანიძე
  13. მერაბი კემულარია
  14. ბექა ნაზღაიძე
  15. ეკატერინე შარიქაძე
  16. გიორგი იმერლიშვილი
  17. თორნიკე თათანაშვილი
  18. გვანცა მანძულაშვილი
  19. გიორგი როსტიაშვილი
  20. ლევანი ზერეკიძე
  21. სალომე მაკარიძე
  22. კობა ბასილაია
  23. მარიეტა ლაშხია
  24. სულხანი ცათიაშვილი
  25. გურამ სანადირაძე

აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მარნეულის მუნიციპალიტეტის მერობისათვის მხოლოდ სამი კანდიდატი, ახმედ იმამკულიევი - „ევროპული საქართველოდან“, ქენან ომაროვი - „ქართული ოცნებიდან“ და ელდარ მუსტაფაევი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ დარეგისტრირდა. 

გარეკანის ფოტო: გიორგი ჭაუჭიძე
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია