მარნეულში 23 წლის გოგო გაიტაცეს
მარნეულში 23 წლის გოგო გაიტაცეს. ინფორმაცია ადგილობრივმა აქტივისტმა სამირა ბაირამოვამ გაავრცელა. მისი  ინფორმაციით, მოტაცებას  გოგოს ბებიის სიცოცხლრ შეეწირა.

"2 საათის წინ ჩემი სოფლიდან ერთი გოგოს მოიტაცეს, ამ მოტაცების დროს მანქანით ორ ქალს დაეჯახნენ მსუბუქად, გოგოს ბებია კი ადგილზე გარდაიცვალა. ახლა გოგოს ახლობლები არიან პოლიციაში და ამბობენ რომ, ეს იძულებითი მოტაცება, გოგოს  ნებით მოხდა და წადით სახლებშიო, არც კი აინტერესებთ მკვლელობის ფაქტი ადამიანი გარდაიცვალა, მაგრამ პოლიციისთვის ეს ფაქტი არაა"
- წერს სამირა ბაირამოვა.

აქტივისტის ინფორმაციით, გოგო მოსამზადებელი კურსიდან ბრუნდებოდა, რა დროსაც, სავარაუდოდ, მისივე თანატოლმა ბიჭმა მოიტაცა.

რადიო "მარნეული" დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს. ახალი ინფორმაციის მიღებისთანავე მასალას განვაახლებთ.
Print