სავარაუდოდ, სუსიდან გაჟონილ მასალებში, რადიო „მარნეულის“ ჟურნალისტების და გიორგი ჯამდელიანის დიალოგიცაა გაშიფრული
რადიო მარნეულის ჟურნალისტები, თეა დავაძე და ვლადიმერ ჩხიტუნიძე ადასტურებენ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოს, მეუფე გიორგი ჯამდელიანთან გაშიფრულ დიალოგს, რომელიც, სავარაუდოდ, სუს-იდან გამოჟონილ მასალებშია აღწერილი.
საუბარია ორ დიალოგზე, სადაც ნარიმან ნარიმანოვის გარშემო განვითარებულ მოვლენებზეა ლაპარაკი.




ჟრნალისტების საუბრის ნამდვილობას , რადიო „მარნეულის“ მიერ გამოქვეყნებული მასალებიც მოწმობს.

ინტერნეტში, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილი არაერთი ფაილი აიტვირთა. ფაილებში წარმოდგენილია სავარაუდოდ, 2014 წლიდან 2021 წლამდე ფარული მიყურადებით მოპოვებული წერილობითი ინფორმაცია სასულიერო პირების, მათ შორის, მათი პირადი ცხოვრების შესახებ.

სუსი ფარულ თვალთვალთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში პროკურატურასთან თანამშრომლობის მზაობას გამოთქვამს.

“მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს გამოვეხმაუროთ ბოლო დღეებში მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს პროკურატურამ კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით დაიწყო გამოძიება. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მზად არის, გამოძიების ყველა ეტაპზე მჭიდროდ ითანამშრომლოს საქართველოს პროკურატურასთან. უწყების ობიექტურ ინტერესს წარმოადგენს ჩატარდეს კომპლექსური და სრულყოფილი გამოძიება, რათა პასუხი გაეცეს ყველა კითხვას”, – ნათქვამია განცხადებაში.

Print