“აიცერი და მოიგე“ - ლატარიაში მარნეულში აცრილმა სამმა ადამიანმა მოიგო
23 სექტემბრის მონაცემებით, კორონავირუსის საწინააღმგებო ვაქცინაციის წამახალისებელ ლატარიში თანხა მარნეულში აცრილმა სამმა ადამიანმა მოიგო. stopcov.lotto.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, თითოეული მათგანის ფულადი პრიზი 100 ლარია.

STOPCOVID ლატარია "აიცერი და მოიგე" იმართება საქართველოს მთავრობის ინიციატივით ვაქცინაციის პროცესის სტიმულირების მიზნით. ლატარია დაიწყო 2021 წლის 13 სექტემბრიდან, ხოლო პირველი გათამაშება გაიმართეა 2021 წლის 14 სექტემბრიდან 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით (27 დეკემბერს დასრულდება ყოველდღიური და ყოველკვირეული გათამაშება, ხოლო 31 დეკემბერს გაიმართება შემაჯამებელი გათამაშება).

ყოველდღიურად თამაშდება 100-დან 500 ლარამდე მოგება, ყოველკვირეულად 1000 -დან 10 000 ლარამდე, ხოლო შემაჯამებელ გათამაშებაში, რომელიც 2021 წლის 31 დეკემბერს ტელეეთერში გაიმართება, გათამაშდება 100 000 ლარი.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია