პროპორციულ სიაში მოხვედრილი ქალები და ქალები, რომლებსაც წინასაარჩევნოდ არ ითვალისწინებენ
2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები განსხვავებული წესებით ჩატარდება. დაახლოებით ერთი წელია, რაც საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, საარჩევნო კოდექსში ცვლილებები შევიდა გენდერულ კვოტირებასთან დაკავშირებით. პარტიებს დევალათ პროპორციული სიის სამელში შეიყვანონ მინიმუმ ერთი განსხვავებული სქესის კანდიდატი. ამ პინციპით მარნეულში სულ 10 პარტიას აქვს საარჩევნო სია წარმოდგენილი. მარნეულელი აქტივისტი, სამირა ბაირამოვა მიიჩნევს, რომ ქალების პოლიტიკაში ჩართულობა უკიდურესად მნიშვნელოვანია, თუმცა ეს არ უნდა მოხდეს ფორმალური თვალსაზრისით. თვლის, რომ მარნეულის საარჩევნო სიებში წარმოდგენილი ქალების უმრავლესობა ხელოვნურადაა შეყვანილი.

„სამწუხაროდ, რადგან ხელოვნურად და სიმბოლურად ჩანს მათი სახელი გვარი და სქესი ამ სიაში, შესაბამისად ეს კარგად გვაჩვენებ, რომ ჩვენ კიდევ ბევრი საქმე გვაქვს ამ მიმართულებით. უნდა ვუმუშაოთ, რათა ნამდივილი ქალი პოლიტიკოსები იყვნენ ამ სიებში და ამ საქმეში ერთად ვიყოთ. მარნეულის მაგალითზე შემიძლია ვთქვა, რომ ვინც არიან სიებშ რამდენიმე პარტიიდან, ჩვენ მხოლოდ ერთ ქალბატონს ვხედავთ, რომელიც აქტიურადაა ჩართული წინასაარჩევნო პროცესებში და ასევე, მედიასთან თანამშრომლობს. დანარჩენებისთვის, სამწუხაროდ მედიაში გამოსვლა სირცხვილად ითვლება და სრცხვენიათ. სიმბოლური და ხელოვნური მიდგომიდან უნდა გადმოვიდეთ რეალურ ცხოვრებაში. მაშინ შეგვიძლია ვისაუბროთ ქალთა პოლიტიკურ ჩართულობაზე, განვითარებაზე და ჯანსაღ მსჯელობაზე“

ხშირია შემთხვევები, როდესაც წინასაარჩევნო შეხვედრებზე ქალებს ნაკლებად ან საერთოდ ვერ შეხვდებით. შესაბამისად მათი საჭიროებები გამოკვეთილად ნაკლებად სჩანს. სამოქალაქო აქტივისტი ფიქრობს, რომ ეს განპირობებულია იმით, რომ ამომრჩევლებს ისეთ სივრცეებში ხვდებიან, სადაც ქალების უმეტესობა არ დადის. (მაგ.ჩაიხანა)

„ჩვენ ვხედავთ კანდიდატების უმრავლესობას კაცებს, რომლებიც არ არიან პოლიტიკოსები, ჩვენ ვხედავთ სიაში იმ ადამიანებს, რომლებიც არიან პოტენციური ბიზნესმენები და ცხადია, ახლაც არიან ბიზნესში ჩართული, უბრალოდ თავისი ბიზნესების გაფართოება უნდათ, რადგან ადვილად შევიდნენ სამართლებრივ ურთიერთობაში მერიასთან, ადგილობრივ თვითმმართველობასთან. ამიტომ არიან ისინი და არა იმიტომ, რომ სურვილი აქვთ რაღაც გააკეთონ პოლიტიკური ცვლილებებისთვის, ან ამომრჩევლებისთვის.“

აღნიშნულ პრობლემებზე მეტყველებს პლატფორმა „სალამის“ მიერ მომზადებული ბოლოდროინდელი კვლევა, რომელიც მარნეულში მცხოვრებ ქალების წუხილებსა და საჭიროებებს ცხადჰყოფს.

„მე აქამდე არ გამიგია, რომ რომელიმე წარმომადგენელი მოვიდეს და შეგვხვდეს ჩვენ, ქალებს. არც ინფორმაციას გვაწვდიან ამასთან დაკავშირებით, რომ დღეს ან ხვალ ამ დროს იქნება შეხვედრა წარმომადგენელთან, მერთან ან სხვა მსგავს პიროვნებებთან", (ამბობს ერთ-ერთი ქალი რესპონდენტი.

აღსანიშნავია, რომ კვლევის ერთ-ერთი ძრითადი რეკომენდაციაა, რომ არჩევნების წინ, პოლიტიკურმა პარტიებმა იფიქრონ ცალკე შეხვედრების დაგეგმვაზე ქალებისთვის, სადაც თავისუფლად შეძლებდნენ საკუათარი კონკრეტული საჭიროებების, გამოწვევების და წუხილების გაზიარებას პოლიტიკური ლიდერებისთვის.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია