მარნეულის მერიამ არჩევნებისთვის 15 უბანზე ელექტროსისტემა მოაწესრიგა
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ 15 საარჩევნო უბნის ელექტრომომარაგებისათვის ელექტროსაქონელი შეიძინა.

მერიამ გამარტივებული შესყიდვა ინდივიდუალურ მეწარმე ნაილა მეხტიევასთან გააფორმა და 205 მეტრ კაბელში, 9 დენცქვიტაში, 6 ჩამრთველში, 20 პატრონასა და 48 ნათურაში 785 ლარი გადაიხადა.

მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ თვითმმართველობას საარჩევნო უბნებზე ელექტროსისტემის მოწესრიგების მოთხოვნით მარნეულის N22 საოლქო საარჩევნო კომისიამ მიმართა.

გთავაზობთ იმ უბნების ჩამონათვალს, სადაც მერიამ ელექტროსისტემები მოაწყო:

1. N10 საარჩევნო უბანი - ალგეთი, კულტურის სახლი
2. N12 საარჩევნო უბანი - საბირქენდი, მაღაზიის შენობა
3. N17 საარჩევნო უბანი - ჩანახჩი, კლუბის შენობა
4. N23 საარჩევნო უბანი - აღმამედლო, კულტურის სახლი
5. N27 საარჩევნო უბანი - საიმერლო, საჯარო სკოლა
6. N34 საარჩევნო უბანი - კაპანახჩი, მაღაზიის შენობა
7. N38 საარჩევნო უბანი - ქეშალო, ამბულატორიის შენობა
8. N39 საარჩევნო უბანი - ალგეთის მევენახეობის მეურნეობა, ყოფილი ფოსტის შენობა
9. N40 საარჩევნო უბანი - ქუთლიარი, კლუბის შენობა
10. N50 საარჩევნო უბანი - ყიზილაჯლო, მაღაზიის შენობა
11. N51 საარჩევნო უბანი - ყულარი, საჯარო სკოლა
12. N53 საარჩევნო უბანი - კირიხლო, საჯარო სკოლა
13. N77 საარჩევნო უბანი - აღმამედლო, საჯარო სკოლა
14. N84 საარჩევნო უბანი - ახლომახმუდლო, საჯარო სკოლა
15. N1 საარჩევნო უბანი - მარნეული, გოგებაშვილის ქუჩა

მარნეულის მუნიციპალიტეტში სულ 90 საარჩევნო უბანი იფუნქციონირებს. საქართველოს მასშტაბით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები