მარნეულის მერიამ არჩევნებისთვის 15 უბანზე ელექტროსისტემა მოაწესრიგა
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ 15
საარჩევნო უბნის ელექტრომომარაგებისათვის ელექტროსაქონელი შეიძინა.
მერიამ გამარტივებული შესყიდვა ინდივიდუალურ მეწარმე ნაილა
მეხტიევასთან გააფორმა და 205 მეტრ კაბელში, 9 დენცქვიტაში, 6
ჩამრთველში, 20 პატრონასა და 48 ნათურაში 785 ლარი გადაიხადა.
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ თვითმმართველობას საარჩევნო
უბნებზე ელექტროსისტემის მოწესრიგების მოთხოვნით მარნეულის N22 საოლქო
საარჩევნო კომისიამ მიმართა.
გთავაზობთ იმ უბნების ჩამონათვალს, სადაც მერიამ ელექტროსისტემები
მოაწყო:
1. N10 საარჩევნო უბანი - ალგეთი, კულტურის სახლი
2. N12 საარჩევნო უბანი - საბირქენდი, მაღაზიის შენობა
3. N17 საარჩევნო უბანი - ჩანახჩი, კლუბის შენობა
4. N23 საარჩევნო უბანი - აღმამედლო, კულტურის სახლი
5. N27 საარჩევნო უბანი - საიმერლო, საჯარო სკოლა
6. N34 საარჩევნო უბანი - კაპანახჩი, მაღაზიის შენობა
7. N38 საარჩევნო უბანი - ქეშალო, ამბულატორიის შენობა
8. N39 საარჩევნო უბანი - ალგეთის მევენახეობის მეურნეობა, ყოფილი
ფოსტის შენობა
9. N40 საარჩევნო უბანი - ქუთლიარი, კლუბის შენობა
10. N50 საარჩევნო უბანი - ყიზილაჯლო, მაღაზიის შენობა
11. N51 საარჩევნო უბანი - ყულარი, საჯარო სკოლა
12. N53 საარჩევნო უბანი - კირიხლო, საჯარო სკოლა
13. N77 საარჩევნო უბანი - აღმამედლო, საჯარო სკოლა
14. N84 საარჩევნო უბანი - ახლომახმუდლო, საჯარო სკოლა
15. N1 საარჩევნო უბანი - მარნეული, გოგებაშვილის ქუჩა
მარნეულის მუნიციპალიტეტში სულ 90 საარჩევნო უბანი იფუნქციონირებს.
საქართველოს მასშტაბით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2
ოქტომბერს გაიმართება.
რადიო „მარნეული“