შულავერში დაგეგმილი აქცია დიდი ოდენობით პოლიციის და სპეცრაზმის მობილიზების გამო გააუქმეს
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერში აქცია აღარ გაიმართება. როგორც აქციის ორგანიზატორი, ერთიანი ნაციონალური მორაობის წევრი, აზად ქერიმობივი აცხადებს, მოსახლეობას მშვიდობიანი ფორმით სურდა გამოსულიყო ცენტრალურ ქუჩაზე და გაეპროტესტებინა ფასების ზრდა მედიკამენტებზე, პროდუქტებსა და სხვა საყოფაცხოვრებო საშუალებებზე. ამბობს, რომ აქცციის გადადების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც სოფელში სამართალდამცველების და სპეციალური დანაყოფების დიდი რაოდენობით მობილიზება მოხდა.

ადგილზე ჩასული იყო მარნეულუს პოლიციის რაიონული სამმართველოს უფროსი, რომელმაც რადიო „მარნეულთან“ განაცხადა, რომ პოლიციის თითქმის ყველა დანაყოფის გამოყვანა, უსაფრთხოების და სიმშვიდის შენარჩუნების მიზნით გახდა საჭირო.

პრევენციის მიზნით შეკრებილია აქ პოლიციის თანამშრომლები წესრიგი რომ დავიცვათ. ყველა არიან პოლიციური დანაყოფის წარმომადგენლები რომრაიმე დარღვევას, რაიმე ინციდენტს არ ჰქონდეს ადგილი“



აღსანიშნავია, რომ აქციის შესახებ ინფორმაცია, 27 სექტემბერს გახდა ცნობილი. პარლამენტარმა, ზაურ დარგალმა მარნეულის " ქართული ოცნების" შტაბში სპეციალური ბრიფინგიც გამართა და განაცხადა, რომ შულავრის ადმინისტრაციულ ერთეულში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების მოთხოვნით აქციის გამართვა და გზის გადაკეტვა იგეგმებოდა.

აზად ქერიმოვის მტკიცებით კი, აქცია ფასების ზრდას უკავშიერდება.

Print