რამდენი პარტია შევა მარნეულის საკრებულოში - წინასწარი შედეგები
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მხოლოდ ორი პარტია შევა.

საკრებულოს არჩევნები შერეული, პროპორციული და მაჟორიტარული, წესით ჩატარდა. თერთმეტივე მაჟოეიტარულ ოლქში, ცესკოს წინასწარი შედეგების მიხედვით, „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს.

22 მანდატი პროპორციული სისტემით უნდა გადანაწილდეს. საკრებულოში მხოლოდ იმ პარტიების წარმომადგენლები შევლენ, რომელბმაც ამომრჩევლის ხმების მინიმუმ სამი პროცენტი მოაგროვეს. მარნეულში ასეთი სულ ორი პარტია „ქართული ოცნება“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა.

საქართველოს საარჩევნო კოდექსის მიხედვით, იმის დასადგენად, თუ რომელი პარტია რამდენი მანდატით შევა საკრებულოში, პარტიული სიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდება პროპორციული წესით განაწილებული მანდატების რაოდენობაზე და იყოფა იმ პარტიების მიერ მიღებული ხმების რაოდენობის ჯამზე, რომლებმაც სამ პროცენტიანი ბარიერი გადალახეს.

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ პროპორციული წესით მარნეულში 12 357 ხმა (26,5%) დააგროვა, შესაბამისად ისინი საკრებულოში 6 წევრს შეიყვანენ. რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, პარტიამ პროპორცული წესით 30 196 ხმა აიღო (64,75%), შესაბამისად ოცნება მარნეულის საკრბეულოში დამატებით 16 წევრს შეიყვანს. აღსანიშნავია, რომ მონაცემები საბოლოო არაა და ის შესაძლოა შეიცვალოს, რადგან 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების საბოლოო შედეგები ცნობილი არაა.

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო სულ 33 წევრით დაკომპლექტდება. არჩევნების წინასწარი შედეგებით 27 წევრი საკრებულოში, როგორც პროპორციული ისე მაჟორიტარული წესით, „ქართული ოცნებიდან“ ხოლო 6 წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ შევა.

რადიო „მარნეული“


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები