აზერბაიჯანის საელჩო საქართველოში გიწვევთ აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღის 30 წლისთავისადმი მიძღვნილ გამარჯვების მარათონში

აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობკომპანიის წარმომადგენლობა საქართველოში

(SOCAR), აზერბაიჯანელი ბიზნესმენების ასოციაცია (AZEBI), აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებული ხირდალანის მუსიკალური სკოლა, ბაქოს მარათონის კლუბი საქართველოს აზერბაიჯანელ სპორტსმენთა კავშირი (GAIB) და მირზა ფატალი ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმი აწყობს "გამარჯვების მარათონს", რომელიც ეძღვნება დამოუკიდებლობის დღის 30 წლისთავს.

მარათონი დაიწყება თბილისში, აზერბაიჯანელი ხალხის ეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევის სახელობის პარკიდან (მისამართი: ვ. გორგასლის №4) ხოლო დასრულდება ქალაქ რუსთავის პარკში (მისამართი: მ. კოსტავა №12). მარათონის დაწყების თარიღი გახლავთ 2021 წლის 17 ოქტომბერი, 10:00 საათი.

მარათონში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 18 წელს მიღწეულ ადამიანებს. მარათონში მონაწილე პირი, რომელიც წარმატებით გაივლის 30კმ მანძილს, საელჩო გადასცემს დიპლომს და სხვადასხვა პრიზებს, ასევე სერთიფიკატებს სხვა მონაწილეებისათვის, რომლებიც მიაღწევენ ფინიშამდე.

მარათონში მონაწილეობის მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ 2021 წლის 16 ოქტომბრამდე საელჩოს ელექტრონული ფოსტის მისამართზე This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it ან დარეკეთ (+995 32) 224-30-04.

 

Print