პურის ფასმა მოიმატა - რას ფიქრობენ მარნეულელები
საცხობებში და მაღაზიებში პურის ფასი რამდენიმე დღეა გაიზარდა . შაჰლა თომაევა მარნეულში წლებია პურის მცხობელად მუშაობს. ამბობს, რომ საცხობში ლავაში 1 ლარი ღირდა და ფასის 20 თეთრით მომატება მოუწიათ, ამის მიზეზად კი ბოლო ერთ თვის განმავლობაში ფქვილზე ფასის ზრდას ასახელებს.

,,ვმუშაობთ და არაფერი არ გვრჩება, პირიქით, ხშირად ვზარალდებით. საცხობში ლავაში ადრე 80 თეთრი ღირდა, მერე 1 ლარი და ახლა 1,20 გახდა. ვიყენებთ კარგი ხარისხის ფქვილს, კარმენს და პროგრესს, ერთ ტომარას 50 ლარად ვყიდულობდით, შემდეგ თანდათან მოიმატა ფასმა, ბოლოს 75 ლარად ვიყიდეთ, შემდეგ ყიდვაზე 76 ლარად მოგვიწევს ყიდვა, უმაღლესი ხარისხის ფქვილი უკვე 85 ლარი ღირს.“- გვითხრა თომაევამ

10 თეთრით გაძვირდა პური მაღაზიებში, ფინანსურ პრობლემებზე და სამუშაოს დეფიციტზე საუბრობენ ადგილობრივები. ამბობენ, რომ ისედაც მძიმე ეკონომიურ ფონზე, პურის გაძვირება მოსახლეობისთვის მძიმე იქნება. დარეჯან ქველაძე, რომელიც მარნეულის ბაზრის მიმდებარეთ წვრილმანებზე ვაჭრობს განმარტავს, რომ პურის ფასი არ უნდა იზრდებოდეს, რადგან ის ფუფუნების საგანი არაა და მოსახლეოას ყიდვის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს.

,,მოსახლეობის ძირითადი ნაწილი პურზეა დაყრდნობილი, არ უნდა გაძვირებულიყო, ადამიანმა შეიძლება მოიკლოს ჩაცმა, ოქროს სამკაული, მაგრამ საარსებოდ პურს ვერ მოიკლებს. სახელმწიფომ პური არუნდა გააძვიროს.“- გვითხრა ქველაძემ

პურის ფქვილის შესაძენად ბაზარში მისულ მომხმარებელს ფასები გაზრდილი დახვდათ. ფახრატინ ჰუსეინოვი პურის ფქვილს მარნეულის ბაზარში ხშირად ყიდულობს. ის პურის გაძვირების ერთ-ერთ მიზეზად დოლარის კურსის გაზრდას ასახელებს. თედოროვი ცისანა კი ფასების ზრდაზე ამბობს, რომ პურის ფქვილის გაძვირება გლეხებს ცუდ მდგომარეობაში ჩააყენებს.

,, უცხოეთიდან შემოდის ყველა პროტუქდი, დოლარია გაძვირებული და ალბათ მაგას უკავშირდება ფასების მატებაც. პური 50 თეთრი იყო დღეს უკვე 60 თეთრია. შეიძლება მიზეზი ისიც იყოს, რომ ხორბალს რუსეთიდან ყიდულობენ.“ - გვითხრა ჰუსეინოვმა

’მთავრობამ მარტო ფქვილი კიარა, ყველანაირი პროდუქტი გაგვიძვირა,გლეხის შრომა კი არ ფასდება , სხვა რაღა ვთქვა.“ - გვითხრა თედოროვნა ცისანამ

რომან წილოსანი, რომელიც რამდენიმე წელია ფქვილის სარეალიზაციო მაღაზიაში მუშაობს გვიყვება, რომ ორ კივირაზე მეტია რაც პურის ფქვილის ფასი გაიზარდა. მათი თქმით, საწარმოდან მოტანის შემდეგ, ტომარა ფქვილში, მოგება ადგილზე მხოლოდ 2 ლარი რჩებათ.

,,ჩვენთან ფქვილი ღირდა 65 ლარი დაახლოებით, ორი კვირაა 10 ლარი მოემატა. ყველაფერი გაძვირებულია, შაქარი, ბრინჯი, ზეთი. ერთი ცალი ლავაში პური 1,30 თეთრი ღირს.“-განაცხადა რომან წილოსანმა

,,ფქვილის ფასი გაიზარდა, 80 თეთრიან პურს 1,20 თეთრად ვყიდულობთ. მაღაზიის პური 60-70 თეთრი გახდა. ორ დღეში ერთხელ ფქვილის ფასს ზრდიან 1-2 ლარით, 28-30 ლარად რომ ვყიდულობდით ფქვილის ტომარას, ახლა 70 ლარია. შარშან 40 ლარი ღირდა და იმის მერე 30 ლარით არის გაზრდილი მთლიანობაში, ფქვილის გამყიდველებიც 1-2 ლარის გულისთვის მუშაობენ. მე მყიდველი ვარ, ფასები მეძვირა და მითხრეს რა ვქნათო ბაზაში ასეა არისო.“ - გვითხრა აიდინ მანსუროვმა

საქართველოში პურ-პროდუქტებზე ფასების მომატებასთან დაკავშირებით, პურის მცხობელთა ასოციასიის თავმჯდომარე, მალხაზ დოლიძე აცხადებს, რომ პურის გაძვირება მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ფასის მატებას უკავშირდება. ქვეყანაში პური და პურ-პროდუქტები 13.2%-ით გაძვირდა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია