კვოტით მოპოვებული ადგილები მარნეულის საკრებულოში
თეონა ფარჯიანი, ნაზილა მუსტაფაევა, გიუნაშ რიზაგულიევა, თამარ აბასოვა და მაია გელაშვილი - ეს იმ ქალების ჩამონათვალია, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასწარი შედეგებით მარნეულის საკრებულოში „ქართული ოცნების“ პროპორციული სიიდან შევლენ. თეონა ფარჯიანი პარტიის სიაში პირველი ქალია. მისთვის ადგილობრივი საკრებულოს საქმიანობა ახალი სფერო არ არის. საჯარო მოხელეა, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში დაახლოებით ორი წლის განმავლობაში მუშაობდა. თავდაპირველად საორგანიზაციო მიმართულებით, მოგვიანებით კი იურისტად. მომავალი საკრებულოს წევრი გვეუბნება, რომ ჯერჯერობით არ აქვს საკითხები განსაზღვრული, რომლთა ლობირებასაც აპირებს, თუმცა ამბობს, რომ მისი ერთ-ერთი მიმართულება აუცილებლად იქნება ქალთა გაძლერება და ადგილობრივ დონეზე წარმოჩენა.

„იმიტომ დავთანხმდი (სიაში ყოფნას), რომ უფრო მეტი საშუალება და შესაძლებლობა მექნებოდა რაღაც საკითხების წინ წამოწევისთვის, რაც ვფიქრობ, რომ სჭირდება მარნეულს. ახლა აქცენტი გაკეთებულია ქალთა როლსა და ქალების კვოტირებაზე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში. ასე წინასწარ არ მაქვს ჯერ პრიორიტეტები განსაზღვრული რაზე ვიმუშავებ, თუმცა ერთ-ერთი მთავარი თემა, რაზეც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ, სავარაუდოდ ეს იქნება. ხელშესაწყობია ადგილობრივ თვითმმართველობის დონეზე ქალთა როლის ჩართულობა ძალიან ბევრი მიმართულებით. თუნდაც იმ სტერეოტიპების დარღვევისთვის, რომელიც არის „ქალის საქმე პოლიტიკა არ არის“ . ჩვენ ვხედავთ, რომ სახელმწიფო დონეზე ასე თუ ისე იმატებს რაოდენობა ქალების, მაგრად ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე მნიშვნელოვანი იყო ეს გადაწყვეტილება საკანონმდებლო დონეზე. ბუნებრივი გზით, სამწუხაროდ, ვერ ხდებოდა ზრდა ქალთა რაოდენობის“

სიის მეორე ნომერი, რომელიც წინასწარი შედეგებით საკრებულოში შევა, სამედიცინო სფეროში დასაქმებული ნაზილა მუსტაფევაა. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენმა ზარმა გააღიზიანა და საკმაოდ აგრესულად გველაპარაკა. გვითხრა, რომ სამომავლ გეგმებზე ჩვენთან ლაპარაკს ახლა არ აპირებს.

„კარგად დამიგდეთ ყური, როდესაც შევხვდებით მაშინ გაგესაუბრებით. მე დასაქმებული ადამინი ვარ და რა მაქს ტელეფონით სალაპარაკო. დიახ, დიახ, სიაში ვარ და როცა საქმე დაიწყება, მეორე არჩევნები (მეორე ტური) როდესაც დასრულდება, მერე ვისუაბროთ. ჟურნალისტები ხართ და უნდა იცოდეთ, რომ მეორე ტური რომ დასრულდება, მერე შეჯამდება.
ჟურნალისტის კითხვა:
- ჩვენ უბრალოდ თქვენი სამომავლო გეგმები გვაინტერესებს და რას ფიქრობთ საკრებულობაში საქმიანობაზე?
„ახლა სამსახურში ვარ, ძალიან გთხოვთ, საქმიანობას რომ დავიწყებთ, მთავრობა არჩევნებს რომ მორჩება, მერე ვისუაბროთ“

სიის მესამე ნომერი გიუნაშ რიზაგულიევაა. პროფესიით პედაგოგია და არაფლოს საჯარო სკოლაში ქართულ ენას ასწავლის. ჩვენთან საუბარი არც მან ისურვა. გვითხრა, რომ მას შემდეგაა გაბრაზებული, რაც მასზე ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქართულის მასწავლებელმა ქართული არ იცის.

„მე ძალიან კარგად ვფლობ ქართულ ენას. არ მინდა, არ მომწონს ლაპარაკი, ზედმეტი კითხვა არ მინდა. ჩემზე საიტებზე წერენ ეს არის ქართულიდ მასწავლებელი და არ იცის ქართულიო ასე არ შეიძლება, ძალიან კარგად ვფლობ ქართულ ენას და მეორედ აღარ შემაწუხოთ, მადლობა“

კიდევ ერთი პედაგოგი, რომელიც საკრებულოს პოტენციური წევრია, მაია გელაშვილია. 25 წელია მარნეულის მეექვსე სკოლაში მასწავლებლად მუშაობს. ამბობს, რომ უკვე აქვს საკითხები, რომლებასაც საკრებულოს სხდომაზე განსახილველად გაიტანს, თუმცა წინასწარ საუბარი ამაზე არ სურს.

„ჯერჯერობით, ჩამთავრდეს ყველაფერი და პირველი სხდომა რომ იქნება, იმის მიხედვით მერე უკვე განვიხილავ. ჩემი რაღაცები მაქვს, რისი განხილვაც მინდა. ჯერ ვერ გეტყვით. ქალების როლი მნიშვნელოვანია და გამიხარდა, რომ ქალებით შეივსება (საკრებულო) და სუსტი სქესის წარმომადგენლებს რომ ეძახიან, მემგონი არ ვართ სუსტი სქესის - ეს უნდა დავამტკიცოთ“

კიდევ ერთი ქალი, რომელიც მარნეულის საკრებულოში პარტია „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიიდან საკრებულოში შევა, თამარა აბასოვაა. რადიო „მარნეული“ მეორე დღეა მასთან დაკავშირებას უშედეგოდ ცდილობს.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მხოლოდ ორი პარტია შევა.

საკრებულოს არჩევნები შერეული, პროპორციული და მაჟორიტარული, წესით ჩატარდა. თერთმეტივე მაჟოეიტარულ ოლქში, ცესკოს წინასწარი შედეგების მიხედვით, „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს.

22 მანდატი პროპორციული სისტემით უნდა გადანაწილდეს. საკრებულოში მხოლოდ იმ პარტიების წარმომადგენლები შევლენ, რომელბმაც ამომრჩევლის ხმების მინიმუმ სამი პროცენტი მოაგროვეს. მარნეულში ასეთი სულ ორი პარტია „ქართული ოცნება“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა.



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია