რეგიონალურ ხელმძღვანელობასთან არსებული პრობლემების გამო,არჩევნებში მონაწილეობა ვერ მივიღეთ - აგილ მუსტაფაევ
აზერ სულეიმანოვის მიერ „ენმ“-ს მიტოვება 2-3 დღის განმავლობაში მიღებული გადაწყვეტილება არ იყო. ეს მისი პირადი გადაწყვეტილება იყო“- ამის შესახებ რადიო მარნეულის ეთერში, გადაცემა „იჯმალ“ის სტუმარმა, ენმ-ს მარნეულის რაიონული ორგანიზაციის ყოფილმა თავმჯდომარემ, აგილ მუსტაფაევმა განაცხადა.

ამბობს, რომ მარნეულის რაიონული ორგანიზაციის წევრებმა მარნეულის მერობის კანდიდატურასთან დაკავშირებით, ბევრი იმსჯელედ. მუსტაფაევის თქმით , ორგანიზაციის წევრებმა  აზერ სულეიმანოვის და აგილ მუსტაფაევის მერობის კანდიტატურას მხარი დაუჭირეს.

"ჩვენ ბოლო პერიოდში მერობის კანდიდატად აზერ სულეიმანოვის და ჩემს კანდიატურაზე შევჩერდით. ჩემი სურვილი  აზერ სულეიმანოვის კანდიტატურის წარდგენა იყო. აზერ სულეიმანოვის მიერ, პარტიის დატოვება,  2-3 დღის გადაწყვეტილება არ იყო. ეს მისი პირადი გადაწყვეტილება იყო“

მუსტაფაევის თქმით, მიუხედავად იმისა,  რომ არჩევნებში ვერ მიიღეს მონაწილოება, დღესაც ენმ-ს წევრია და მხარს უჭერს მიხეილ სააკაშვილს.

„ჩვენ არ დავტოვეთ ენმ-ს პარტია. უბრალოდ გამოვაცხადეთ რომ არჩევნებში ვერ მივიღებთ მონაწილოებას. ჩვენ რეგიონალურ ხელმძღვანელობებს შორის არსებული პრობლემები იქამდე წაგვიყვანს რომ არჩევნებში ვერ ვიღებთ მონაწილეობას. ეს გადაწყვეტილება არ ნიშნავს რომ ჩვენ პარტიას ვტოვებთ, ან ენმ-ს დამფუძნებელ, მიხეილ სააკაშვილთან ერთად პოლიტიკურ პროცესებში არ ვართ. პირიქით, ჩვენ დღეს მიხეილ სააკაშვილის ყველა რეფორმას მხარს ვუჭერთ“

მუსტაფაევმა თქვა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებს არ ეთანხმება და არჩევნები წელსაც გააყალბეს.

„ღიად მინდა გამოვაცხადო რომ დიახ, წელსაც, როგორც ყოველთვის არჩევნებში გაყალბება იყო.
ჩვენ ამ გაყალბებას გუშინ და დღეს ვერ ვხედავთ. ეს წლების განმავლობაში ქართული ოცნების მიერ არჩევნებში „გამარჯვება“ იყო. მაგრამ შედეგები და ამავდროულად საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში ყოფნის ვარიანტში ეს შედეგები რა თქმა უნდა კარგი არ იყო. არა მხოლოდ მარნეულისთვის არამედ მთელი საქართველოსთვის. დღეს არჩევნების შედეგებს ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა. ჩვენ ამ რეგიონში სულ გამარჯვებულები ვიყავით“

აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში "ენმ"- ს პარტიის მარნეულის მერის კანდიტატი ელდარ მუსტაფაევი იყო.
Print