წყალარინების სისტემის შეცვლამდე წერეთლელებს დაბინძურებული წყლით სარგებლობა მოუწევთ
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთელში სასმელი წყლის პრობლემა დღემდე მწვავედ დგას. დავით ქველაძე სოფელ წერეთელში დაახლოებით 25 წელია ცხოვრობს და წლებია წყლის ხარისხზე საუბრობს. ამბობს, რომ სასმელი წყალი ონკანიდან დაბინძურებული მოედინება და წვრილი ქვიშა მოჰყვება. ამის გამო კი ოჯახს წყალსაქაჩი შესაცვლელი ხშირად აქვს.



,,დაახლოებით 25 წელია აქ ვცხოვრობთ.ამ ხნის განმავლობაში წყლის პრობლემა სოფელში სულ გვაქვს, სადღაც 2008 წელს გამოცვალეს მილები და ამის შემდეგ უკვე დანიბძურებული მოდის. კი არის დაქლორილი, მაგრამ სილიანია და ეს ჭურჭელშიც ჩანს ხოლმე, წინა წლებში მოჰყვებოდა ბალახებიც - ჭიაყელაც ვნახეთ ერთხელ. როცა წყალს ჭიქაში ვავსებთ, ძირში სილა ილექება,ზოგჯერ დასალევად უვარგისია და წყლის ყიდვა გვიწევს. ონკანში , საიდანაც სასმელი წყალი შემოდის,დაყენებული მაქვს წყალსაქაჩი და ფილტრები. რამდენიმე დღეში ერთხელ ფილტრებს ვასუფთავებ, რადგან მთლიანად სილით ივსება.ამის გამო წელიწადში რამდენჯერმე იწვება წყალსაქაჩის ე.წ ტვინი და მიწევს გამოცვლა. არის კიდევ ერთი პრობლემა. წყალი წესით კვირაში სამჯერ მოგვეწოდება, თუმცა არის დღეების ჩავარდნაც , რაც მოსახლეობისთვის პრობლემას ქმნის.“- გვიყვება დავით ქველაძე

მრავალწლიანი პრობლემის შესახებ მარნეულის პუნიციპალიტეტის ხელძღვანელობამ იცის, შ.პ.ს მარნეულის სოფწყალში განმარტავენ, რომ წყლის გრაფიკი მხოლოდ მაშინ ირევა, როდესაც ავარიული მდგომარეობაა. ამბობენ, რომ რეგულარულად ხდება წყლის ხარისხის შემოწმება და ბაქტერიებისგან სუფთაა.


"რაც შეეხება წყლის ხარისხს, ხშირად მოწმდება ლაბორატორიულად, დღესაც იყვნენ მოსულები და გაკეთდა შესაბამისი სამუშაოები, რაც მთავარია წყალში არ არის ბაქტერიული ჩხირები. ქვიშა შეიძლება ჭაბურჭილიდან მოხვდა, თუმცა ეგეც მეეჭვება. ჯერ კიდევ მიმდინარეობს წყლისა და წყალარინების პროექტის მშენებლობა და დასრულების შემდეგ მოხდება ამ პრობლემის მოგვარება.“- გვითხრეს შ.პ.ს სოფწყალში

ორ წელზე მეტია მარნეულში წყალმომარაგება -წყალარინების მშენებლობა მიმდინარეობს, თუმცა პროექტის დასრულების დრო უცნობია.

გათვალისწინებულია სატუმბი სადგურების და რეზერვუარების მშენებლობა მაგისტრალური მილის შიდა სისტემების და ახალი საკანალიზაციო ქსელის მოწყობა. პროექტს ურბანული მომსახურების გაუმჯობესების ინვესტირების პროგრამის ფარგლებში აზიის განვითარების ბანკი 55,940,022 დოლარით აფინანსებს.

ფოტო/ვიდეოს ავტორი: დავით ქველაძე
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია