სააკაშვილის განთავისუფლებისათვის გამართულ აქციას მარნეულელებიც უერთდებიან
მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლების მოთხოვნით დაგეგმილ აქციას მარნეულელებიც უერთდებიან. დღეს, 14 ოქტომბერს, მარნეულიდან თბილისის მიმართულებით რამდენიმე ათეუილი ავტომობილი და სამარშუტო ტაქცი დაიძრა.

რადიო „მარნეულთან“ საუბირსას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დავით ქიმაძე აცხადებს, რომ სააკაშვილის განთავისუფლების მოთხოვნით გასამარათ აქციაზე წასასვლელად მარნეულის თითქმის ყველა სოფლის მოსახლეობა მობილიზდა.

„ესა ჩვენი მთელი საზოგადოების მოთხოვნა და სურვილი რომ განთავისუფლდეს ჩვენი პრეზიდენტი. ის ფაქტი, რომ დღეს ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი საკანშია გამომწყვდეული არის სამარცხვინო და დანაშაულიც კია სახელმწიფოსგან, რადგან ჩვენი პრეზიდენტი დააპატიმრა. ჩვენ ვიკრიბებით იმის გამო, რომ თბილისში წავიდეთ მშვიდობიანი აქციით და ხელისუფლებას მოვთხოვოთ მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლება“ - გვითხრა დავით ქიმაძემ

საქართველოს მესამე პრეზიდენტის განთავისუფლების მოთხოვნით გასამართ აქციას უერთდება მარნეულელი იამზე მაისურაძე.

„ძალიან მიყვარს ის ადამიანი და მინდა, რომ მიხეილ სააკაშვილი თავისუფალი იყოს. თავისუფლება მიშა სააკაშვილს. ის არის ჩემი პრეზიდენტი, მიყვარს და სწორედ ამიტომ მივდივარ აქციაზე“.

თბილისში პარლამენტის შენობასთან გასამართ აქციაზე შესაერთებლად მარნეულიდან ასზე მეტი ავტომობილი დაიძრა. როგორც „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, აქციას მარნეულიდან ათასამდე მოქალაქე შეუერთდება.


რადიო „მარნეული“
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია