მარნეულში გრიპის ვაქცინები შემოიტანეს
მარნეულში სეზონური გრიპის ვაქცინის 400 დოზა შემოიტანეს, ამის შესახებ მარნეულის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ეთერ ლაფერაძემ განაცხადა. როგორც მან განმარტა, ვაქცინა უკვე მარნეულის ყველა სამედიცინო დაწესებულებაშია გადაგზავნილი და პირველ ჯერზე რისკჯგუფები ორსულები, შაქრიანი დიაბეტის მქონე პირები, ექიმები და დიალეზზე მყოფი პაციენტები აიცრებიან, ხოლო შემდეგ ჯერზე რისკჯგუფების წრე გაფართოვდება.

„შემოტანილია სეზონური გრიპის ვაქცინა 400 დოზა, არის განსაზღვრული რისკჯგუფებზე, მაგალითად ექიმებიზე, ორსულებზე, შაქრიანი დიაბეტის და დიალეზეე მყოფ პირებზე. გაფართოვდება რისკჯგუფი მეორე ეტაპზე, მივიღებთ დამატებით დოზებს. ამ ეტაპზე ყველა სამედიცინო დაწესებულებას აქვს მიღებული, პოლიკლინიკებშიებში უნდა მოახდინონ მიმართვიანობა, ორსულებმა და დიაბეტიანებმა და თვითონ მედპერსონალმა უნდა ჩაიტაროს სეზონური გრიპის ვაქცინაცია“. - განაცხადა ლაფერაძემ

საქართველოში გრიპის სეზონური მატება ოქტომბერსა და ნოემბერში იწყება, ხოლო პიკს აღწევს იანვრის მეორე ნახევარში და თებერვლის დასაწყისში. გრიპის ვაქცინა ადამიანს იცავს მხოლოდ გრიპის ვირუსის იმ სამი აგრესიული ტიპისგან რომლებიც ხშირად რთულდება ბრონქიტით, პნებმონიით, ოტიტით და სხვა.

სეზონური გრიპის ვაქცინა სასურველია 6 თვეს გადაცილებულ ყველა ადამიანს ჩაუტარდეს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები